გერმანიაში დასწრების ბუმია, ახალი რეკორდები პირველ და მეორე ბუნდესლიგებში

ბუნდესლიგამ ახალი რეკორდი დაამყარა - უფრო სწორად, ძველი, თავისივე რეკორდი გააუმჯობესა: პირველ წრეში, გერმანიის უმაღლეს ლიგაში საშუალოდ ერთ მატჩს 44 345 მაყურებელი ესწრებოდა, რაც არა მარტო გერმანული ფეხბურთის ისტორიაშია საუკეთესო შედეგი, არამედ ევროპაშიც.

ფეხბურთისადმი ინტერესი მეორე ბუნდესლიგაშიც გაიზარდა: პირველ წრეში იქ საშუალოდ ერთ მატჩს 17 125 მაყურებელი ესწრებოდა. საერთო ჯამში, ბუნდესლიგის პირველ წრეში ჩატარებულ 153 შეხვედრას 6.78 მილიონი ქომაგი დაესწრო, რაც წინა სეზონის პირველი წრის მაჩვენებელთან შედარებით, 7-პროცენტიან მატებას ნიშნავს.

"ეს რიცხვები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გერმანიის ჩემპიონატი შესანიშნავი საფეხბურთო სანახაობაა და რომ ბუნდესლიგა ქომაგებს საუკეთესო საფეხბურთო ატმოსფეროსა და სპექტაკლებს სთავაზობს. გერმანულ კლუბებს ბილეთების ფასების საუკეთესო სტრატეგია აქვთ და მაყურებლებს იდეალურ კომფორტთან ერთად, უსაფრთხოების მაქსიმალურ გარანტიებსაც სთავაზობენ," - აცხადებს გერმანიის საფეხბურთო ლიგის თავმჯდომარე კრისტიან ზაიფერტი.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მატჩებზე დასასწრები ბილეთები გაიაფდა: საშუალოდ ერთ მატჩზე დასწრება პირველი ბუნდესლიგის პირველ წრეში 22.43 ევრო ღირდა.

რაც შეეხება მეორე ბუნდესლიგას: იქ, შარშანდელთან შედარებით (13 474 მაყურებელი საშუალოდ ერთ მატჩზე), მაყურებლების 27-პროცენტიანი მატებაა (17 125 მაყურებელი საშუალოდ ერთ მატჩზე). საერთო ჯამში, პირველ და მეორე ბუნდესლიგებში ჩატარებულ 306 შეხვედრას ამ სეზონის პირველ ნახევარში 9.40 მილიონი მაყურებელი დაესწრო და საერთო მატება ერთ მილიონს შეადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა