ახალი სეზონის დაწყებამდე საქართველოს ჩემპიონატში უცხოეთის სხვადასხვა კლუბებიდან არაერთი ფეხბურთელი დაბრუნდა; თუმცა, ყველაზე ხმაურიანი დაბრუნება...

ახალი სეზონის დაწყებამდე საქართველოს ჩემპიონატში უცხოეთის სხვადასხვა კლუბებიდან არაერთი ფეხბურთელი დაბრუნდა; თუმცა, ყველაზე "ხმაურიანი დაბრუნება" თურმე წინ გველოდა - უკვე მეორე დღეა თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 32 წლის დავით მუჯირი! დანამდვილებით იმის თქმა, რომ მუჯირი თავის კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს, ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა ყველაფერი აქეთკენ მიდის.

ყოველ შემთხვევაში, თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, ერთდროულად რამდენიმე მხარე დარჩება მოგებული: "დინამო" უაღრესად გამოცდილ ფეხბურთელს დაიმატებს, გუნდის შემტევი პოტენციალის გაძლიერება რომ ხელეწიფება; თვითონ მოთამაშისათვისაც სასარგებლო იქნება სათამაშო პრაქტიკის მიღება - მოსკოვის "ლოკომოტივიდან" წამოსვლის მერე მუჯირი ხომ უგუნდოდ იყო; ამას გარდა, საერთოდ ჩვენი ჩემპიონატისათვის უთუოდ დიდი შენაძენი იქნება ასეთი დონის ფეხბურთელის გამოჩენა - "მუმუს" ხომ თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა.

"დინამოს" პოტენციურ და სახელოვან ახალწვეულზე უფრო დაწვრილებით "ლელოს" უახლოეს ნომრებში ვისაუბრებთ; მანამდე კი შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოში" უამრავი ინდივიდუალური და გუნდური ტიტულების მომგებ (1994-1998 წლებში) მუჯირს მართლაც ჩინებული უცხოური კარიერა ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში სადაც კი უთამაშია, ყველგან და ყოველთვიის იმ კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ: მოლდოვურ "შერიფში", ავსტრიულ "შტურმში", რუსეთის "კრილია სოვეტოვში"; მუჯირის ბოლო გუნდი კი მოსკოვის "ლოკომოტივი" იყო, საიდანაც ქართველი ფეხბურთელი, ცოტა არ იყოს, სკანდალურად წამოვიდა. უფრო ზუსტად, რუსული კლუბის ხელმძღვანელობა დავით მუჯირს აშკარად უსამართლოდ მოექცა და კონტრაქტი ნაადრევად გაუწყვიტა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა