ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

დევისის თასის 101-ე გათამაშება იწყება

დევისის თასის 101-ე გათამაშება იწყება

ერთად გავიხსენოთ ტურნირის ისტორია, რომელიც თავიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც აშშ-სა და ბრიტანეთის დაპირისპირება
ამ კვირას სტარტს იღებს დევისის თასის 101-ე გათამაშება. ერთად გავიხსენოთ ტურნირის ისტორია, რომელიც თავიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც აშშ-სა და ბრიტანეთის დაპირისპირება.

დევისის თასი ერთ-ერთი უძველესი საჩოგბურთო ტურნირია. გასულ წელს ის მეასედ ჩატარდა, პირველად კი მთავარი პრიზი 1900 წელს გათამაშდა. ასე რომ, დევისის თასი უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე "დიდი სლემის" ერთ-ერთი ტურნირი - ავსტრალიის ღია პირველობა.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ XIX საუკუნის ბოლოს ჰარვარდის უნივერსიტეტის ოთხ სტუდენტს აშშ-სა და ბრიტანეთის ნაკრებებს შორის საჩოგბურთო ტურნირის ჩატარების იდეა დაებადა. ორი მათგანი - დუაიტ დევისი და ჰოლკობმ უორდი საკმაოდ კარგ მოთამაშეებად ითვლებოდნენ - 1899 წელს ისინი წყვილთა თანრიგში აშშ-ის ჩემპიონები გახდნენ სტუდენტებს შორის, დევისმა კი ერთეულებშიც გაიმარჯვა.

სწორედ დუაიტი აღმოჩნდა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში ყველაზე გაწაფული, რაც არ იყო გასაკვირი, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ ის პოლიტიკაში წავიდა და იქ კარგი კარიერა გაიკეთა - აშშ-ის სამხედრო მინისტრი გახდა. 1899 წელს დევისმა შეიმუშავა ტურნირის ჩატარების რეგლამენტი (ორი ერთეულთა მატჩი პირველ და მესამე დღეს და წყვილთა მატჩი მეორე დღეს). ფორმატი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დღემდე უცვლელი რჩება.

გარდა ამისა, დევისმა 750 დოლარი დახარჯა თასის შესაქმნელად, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. ტურნირმა თავისი ამჟამინდელი სახელწოდება 1945 წელს, დევისის სიკვდილის შემდეგ მიიღო - მანამდე მას "გამოწვევის თასი" ერქვა, თუმცა ბევრი უკვე მაშინ უწოდებდა დევისის თასს.

1900 წელს, იმ დროს უძლიერეს საჩოგბურთო ქვეყანას -ბრიტანეთს გაეგზავნა გამოწვევა აშშ-ის ფედერაციისგან. ბრიტანელებმა თანხმობით უპასუხეს, მაგრამ მგზავრობისგან დაღლილებმა 0:3 წააგეს. დიდი წვლილი გამარჯვებაში თავად დევისმა შეიტანა, რომელმაც ჯერ ერთეულთა, შემდეგ კი წყვილთა მატჩი მოიგო.

ტურნირის თავდაპირველი წესების თანახმად, მომავალ წელს ფინალი მოქმედი ჩემპიონის ტერიტორიაზე უნდა ჩატარებულიყო. ასე რომ, ბრიტანეთს ისევ უწევდა აშშ-ში გამგზავრება, მაგრამ მაშინ მატჩი არ ჩატარებულა და ამერიკა მეტოქის გამოუცხადებლობის გამო ჩემპიონად გამოცხადდა. თუმცა 1902 წელს ბრიტანეთი დაბრუნდა ამერიკაში, 1903 წელს კი ტიტულიც მოიპოვა.

იმ მომენტისთვის ცხადი იყო, რომ ტურნირი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მისმა გეოგრაფიამ ზრდა დაიწყო. უკვე 1904 წელს, ბრიტანეთმა ფინალში არა ამერიკა, არამედ ბელგია დაამარცხა. 1905 წელს ახალი მონაწილეები გახდნენ - საფრანგეთი და ავსტრალაზია (ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის გაერთიანებული გუნდი, რომელმაც 1914 წლამდე იარსება).

იმ დროისთვის გათამაშების ფორმატი შეიცვალა და შემდეგი სახე მიიღო: მოქმედი ჩემპიონი პირდაპირ იღებდა ფინალის საგზურს, დანარჩენები კი მასთან შეხვედრის უფლებისთვის ჩემპიონის ტერიტორიაზე იბრძოდნენ. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვებათა გრძელ სერიებს იწვევდა: ასე მაგალითად, ზედიზედ ხუთჯერ (1907-11) ჩემპიონი გახდა ავსტრალაზია; ზედიზედ შვიდჯერ (1920-26) - აშშ (რაც დღემდე რეკორდია); ექვსჯერ (1927-32) - საფრანგეთი, რომლის რიგებში გამოდიოდა ლეგენდარული "მუშკეტერების" ოთხეული (რენე ლაკოსტი, ჟან ბოროტრა, ანრი კოშე და ჟაკ ბრიუნიონი).

1933-74 წლებში დევისის თასზე მხოლოდ სამი გუნდი იმარჯვება - აშშ, ავსტრალია და ბრიტანეთი. იმ დროს კიდევ ორი ისეთი რეკორდი დამყარდა, რომელიც, სავარაუდოდ, სამუდამოდ იარსებებს. როი ემერსონმა მოთამაშის რანგში რვაჯერ მოიგო დევისის თასი, გარი ჰოპმანმა კი კაპიტნის რანგში 16-ჯერ გააჩემპიონა ავსტრალია.

1969 წლისთვის მონაწილე ქვეყნების რიცხვმა 50-ს მიაღწია. სულ მალე კი განხორციელდა რეფორმა, რომელიც დრომ მოიტანა. 1972 წლიდან მოყოლებული, ჩემპიონს აღარ ენიჭებოდა პირდაპირ ფინალში თამაშის უფლება და ის სხვა მონაწილეებთან ერთად იწყებდა ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდან. ფორმატი კი მაშინ ასეთი იყო: ტურნირი სამ ზონად იყოფოდა - ამერიკულ, აღმოსავლურ და ევროპულ ზონებად. ევროპიდან ნახევარფინალში ორი გუნდი გადიოდა, სხვა ორი ზონიდან - თითო-თითო.

უკვე ორი წლის შემდეგ ტურნირმა ახალი ჩემპიონი გაიცნო - მხოლოდ მეხუთე ისტორიაში. სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ამერიკის ზონის ფინალში კოლუმბიას მოუგო, მსოფლიოს თასის ნახევარფინალში იტალიას სძლია. ფინალი სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთს შორის არ გაიმართა - ინდოელებმა აპარტეიდის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ უარი თქვეს გადამწყვეტ მატჩში თამაშზე.

შემდგომ წლებში დევისის თასის ჩემპიონები გახდნენ ისეთი გუნდები, როგორებიც არიან შვედეთი, იტალია და ჩეხოსლოვაკია... 1981 წელს ფორმატი ისევ შეიცვალა და დღევანდელი სახე მიიღო. 16 უძლიერესი გუნდი მსოფლიოს ჯგუფში მოხვდა, დანარჩენები შესაბამის ზონებში გადანაწილდნენ - ევროპა/აფრიკა, აზია/ოკეანეთი და ამერიკა.

ხვალ იწყება მერვედფინალური ეტაპი. მსოფლიოს ჯგუფში ერთმანეთს ხვდებიან:

რუსეთი-ავსტრია

შვეიცარია-აშშ

კანადა-საფრანგეთი

გერმანია-არგენტინა

ესპანეთი-ყაზახეთი

კანადა-საფრანგეთი

იაპონია-ხორვატია

ჩეხეთი-იტალია

ჩემპიონები

აშშ 32 ტიტული

ავსტრალია 28

ბრიტანეთი 9

საფრანგეთი 9

შვედეთი 7

ესპანეთი 5

გერმანია 3

რუსეთი 2

იტალია 1

ჩეხოსლოვაკია 1

ს. აფრიკა 1

ხორვატია 1

სერბეთი 1

ტურნირის რეკორდები

ზედიზედ ტიტულები - 7 (აშშ, 1920-26)

ზედიზედ ფინალები - 7 (შვედეთი, 1983-89)

ზედიზედ მოგებული მატჩები - 17 (აშშ, 1968-73)

0:2-დან ყველაზე მეტი მოგება - 5 (შვედეთი)

0:2-დან მოგება ფინალში - 1 (ავსტრალია აშშ-სთან, 1939)

ყველაზე მეტი მატჩი - 164 (ნიკოლა პიეტრანჯელო, იტალია)

ყველაზე მეტი მოგება - 120 (პიეტრანჯელო)

ყველაზე მეტი მოგება (ერთეულებში) - 78 (პიეტრანჯელო)

ყველაზე მეტი მოგება (წყვილებში) - 42 (პიეტრანჯელო)

ყველაზე მეტი მოგება (ზედიზედ, ერთეულებში) - 33 (ბიორნ ბორგი, შვედეთი)

ყველაზე მეტი მოგება (ზედიზედ, წყვილებში) - 23 (ბჰუპატი/პაესი, ინდოეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა

სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! - სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან

კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში

საქართველო 10:1 ესტონეთი

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს

კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა

[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში

საქართველო 5:0 ესტონეთი

ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია