საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ანკარაში 10-12 თებერვალს იაშარ დოგუს მემორიალში იჭიდავებს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ანკარაში გაფრინდა, სადაც 10-12 თებერვალს იაშარ დოგუს სახელობის მემორიალში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენს ნაკრებში ტრისტან ჩირგაძე (55), გიორგი ბალიაშვილი, ბექა ლომთაძე, მურთაზ კვესაძე (სამივე - 60), გიორგი ცუცქირიძე, შალვა მუზიაშვილი (ორივე - 66), გიორგი მარსაგიშვილი (74), მარადი ზოიძე (84), დავით ქერაშვილი, მამუკა კორძაია (ორივე - 96) და ლევან სეთურიძე (120) იჭიდავებენ.

ეს შეჯიბრება ვაჟებთან ერთად ქალებშიც ტარდება. ის 10 თებერვალს იწყება და ვაჟთაგან პირველ დღეს 55 და 74-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ, 11-ში - 60, 84, 120-ის, 12-ში კი - 66-96-ის ფალავნები. ტურნირი კომერციულია - ჩემპიონი 2 000 დოლარს მიიღებს, ვიცე-ჩემპიონი - 1 000-ს, მესამეზე გასულები კი 500-500 დოლარით დაჯილდოვდებიან.

ეს გუნდი ეროვნული ნაკრების სათადარიგო შემადგენლობაა, ლიდერები კი ნაკრების თავკაც ზაზა თურმანიძის გადაწყვეტილებით, 15-16 თებერვალს კიევში იჭიდავებენ. იქ წასაყვანი ფალავნები მწვრთნელებმა ადრევე დაასახელეს, თუმცა გაურკვეველი იყო 96-ის საკითხი. უფრო კონკრეტულად - ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორ გიორგი გოგშელიძის ამბავი, წაიყვანდნენ თუ არა მას. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ის არ იჭიდავებს კიევში.

ამდენად, დღეს უკვე დაზუსტებით შეგვიძლია შემოგთავაზოთ იქ მოასპარეზე ჩვენი გუნდის შემადგენლობა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბესარიონ გუჩაშვილი (ორივე - 55), მიხეილ ზარქუა (60), ზურაბ იაკობაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96), დავით მოძმანაშვილი (120). სამწუხაროდ, ქვეყნის პირველობაზე განახლებული ნეკნის ძველი ტრავმის გამო კიევში წასვლას ვერ ახერხებს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსანი ოთარ თუშიშვილი (66), თუმცა ვარჯიშები კი განაახლა. იმედია, სალიცენზიო ტურნირებამდე ფორმაშიც შევა.

ქალები ამ ტურნირშიც მონაწილეობენ და ორგანიზატორთა წინასწარ განაცხადს თუ ვენდობით, მთლიანად შეჯიბრებაში 40 გუნდი უნდა გამოვიდეს, თუმცა ის არაა კომერციული. 15 თებერვალს "თავისუფალთაგან" 55, 66, 84 და 120-ის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები 16-ში.

დასასრულს, ბერძენ-რომაელთა ნაკრებზეც ვთქვათ, რომელიც 14-კაციანი შემადგენლობით, ანუ ყოველ წონაში ორ-ორი მონაწილით, გუშინ დილით უკვე გაფრინდა მინსკში, სადაც "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე ორკვირიან შეკრებას გაივლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა