ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბმა პროფესიულ რინგზე მეხუთე შეხვედრა გამართა და გაიმარჯვა
ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბმა სონი ბილ ვილიამსმა პროფესიულ რინგზე მეხუთე შეხვედრა გამართა და გაიმარჯვა.

"ოლ ბლექსის" ვარსკვლავმა ჰამილტონში, პირველივე რაუნდში დაამარცხა მასზე 21 კილოგრამით მძიმე კლარენს ტილმან III, რომელიც ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშეა. სონი ბილმა ის ძირს შესანიშნავი მარცხენა ჰუკით დასცა.

აღსანიშნავია, რომ ასპარეზობის წინა დღეს აწონვისას ამ ორ მოკრივეს შორის ჩხუბი ატყდა. სანამ მუშტების ქნევას დაიწყებდნენ მათ ერთმანეთი რამდენიმე "ტკბილი სიტყვით" შეამკეს. ხელჩართული ბრძოლის აღკვეთა სეკუნდანტებმა უმალვე შესძლეს.

"საცირკო სანახაობა" ბრძოლის შემდეგაც გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ტილმან III-მ რინგი დატოვა, მასზე რიჩარდ ტუტაკი აბობღდა, რომელიც სონი ბილმა წინა ბრძოლაში დაამარცხა. ტუტაკიმ "ოლ ბლექსის" ვარსკვლავს დაცინვა დაუწყო. ის სასწრაფოდ განარიდეს იქაურობას.

სონი ბილ ვილიამსის მხარდასაჭერად დარბაზში იყვნენ ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი მორაგბეები ტანა უმაგა, უეინ სმიტი და ფრენ ბანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა