ამბობენ, გუნდში მინიმალური ხელფასი 2000 ლარია, საშუალო - 3000, წამყვან მოთამაშეებს კი ბევრად მეტს გადაუხდიანო
მოგეხსენებათ, შარშან შემოდგომაზე "დილას" სტადიონის განახლება დაიწყო: დაანგრიეს სტადიონის დასავლეთ ტრიბუნა, მოძველებული გასახდელებითა და არქაული პრესლოჟით, რომელსაც პრესლოჟა არც ეთქმოდა.

საძირკველი გათხრილია და დაწყებულია ახალი ტრიბუნების მშენებლობა, სადაც განთავსდება დაახლოებით 2500-მდე ინდივიდუალური სკამი, უფრო კომფორტული და დიდი გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები, საპატიო სტუმართა ლოჟა, საპრესკონფერენციო დარბაზი და სხვა.

დაგეგმილია გარკვეული სამუშაოები სტადიონის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნებზეც. დეკემბერში კი დააგეს საფარი, რომელიც უკვე ჩაიბარეს და საერთო აზრით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

თუმცა ბუნება მრძანებელია...

"ცხადია, ამინდის გაუარესებამ, დიდთოვლობამ და სიცივეებმა მშენებლობაზე გავლენა მოახდინა. გორის საფეხბურთო სკოლაში "დილასთვის" მეორე სავარჯიშო მოედანი იგება, რომელიც ხელოვნურსაფრიანი იქნება. თითქმის ყველა საჭირო სამუშაო დასრულებულია, მაგრამ თავად ხალიჩის დაგება ფერხდება, რადგან საამისოდ მუშაობა მინიმუმ +15 გრადუსზე უნდა წარიმართოს, სხვაგვარად, საჭირო ხარისხის ვერ იქნება.

სხვათა შორის, საფეხბურთო სკოლის სტადიონზე 500 ინდივიდუალური სკამი დამონტაჟდება და საჭირო შემთხვევაში ამხანაგურ შეხვედრებსაც ჩავატარებთ. ვფიქრობ, "დილას" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარე სტადიონი ექნება.

რაც შეეხება ცენტრალურ სტადიონს: მოედანი დაგებულია და ახლა თოვლი ადევს. ეს ცუდი არ არის, მთავარია, დროულად დადნეს, ბალახმა ხასხასა მწვანე ფერი რომ არ დაკარგოს. ტრიბუნების დასაგებად სამუშაოები სრული ტემპით მიმდინარეობდა, რადგან ბეტონის ჩასხმა -5 გრადუსზეც შეიძლებოდა. საძირკვლის ნახევარი ჩაყრილია, მაგრამ ამ დღეებში გორში საშინელი სიცივეებია - ტემპერატურა -12-15 გრადუსამდე დაეცა და მუშაობა შეფერხდა. თუმცა სხვა სამუშაოები სწრაფად მიმდინარეობს და იმედია, აპრილის ბოლომდე დასრულდება", - ამბობს კლუბის პრეზიდენტი ზურაბ დალაქიშვილი.

რადგან გორის არენის განახლება აპრილში დასრულდება, პირველ შეხვედრებს გუნდი "თენგიზ ბურჯანაძეზე" ვერ ჩაატარებს. მაგრამ, სად მიიღებს სტუმრებს "დილა", ამის თაობაზე ზუსტი პასუხი უცნობი იყო.

შევიტყვეთ, რომ საგაზაფხულო ეტაპიდან სტადიონების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება, ფეხბურთის ფედერაციამ კი, შესაძლოა, "მერანს"- მარტვილში, "დილას" - გორის "ქართლზე", "ბაიას" კი საკუთარ ბაზაზე თამაში აუკრძალოს.

"თუ თოვლმა და ყინვამ ხელი არ შეგვიშალა, ალბათ, 15 თებერვალს რუსთავის "მეტალურგს" თბილისში, "მიხეილ მესხზე" ვუმასპინძლებთ. "ქართლზე" თამაში კი გამორიცხულია. მართალია, ურიგო მოედანი არ არის, მაგრამ გუნდი გაძლიერდა, სხვა მოთხოვნები აქვს და უმაღლესი ლიგის მატჩების სამასპინძლოდ საკმარისი პირობები, კეთილმოწყობილი გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები არ არის. შესაძლოა, სტადიონი მოეწყოს და იქ დუბლები მოვამზადოთ", - ამბობს დალაქიშვილი.

ცხადია, ყველამ იცის, რომ "დილას" პატრონობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დაცვის პოლიციამ გადაწყვიტეს. მაგრამ, ასეთი რა ფული გაუჩნდა "დილას", საქართველოს ნაკრების რამდენიმე კანდიდატი რომ მიიწვიეს? როგორც ამბობენ, მოთამაშეებს ჩვენს პირობებზე არც ისე მცირე საკონტრაქტო თანხებს უხდიან, მინიმალური ხელფასი 2000 ლარია, საშუალო 3000, წამყვან მოთამაშეებს კი ბევრად მეტს გადაუხდიანო.

"ჩვენ ისეთი სოლიდური დამფინანსებელი გამოგვიჩნდა, რომ შეუძლებელია, გუნდის დაფინანსება და ამბიციები არ გაზრდილიყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაცვის პოლიცია დიდ ყურადღებას გვაქცევენ. გარდა ამისა, შარშან "ჰაიდელბერგცემენტი" ექვსი თვე გვასპონსორებდა. შესაძლოა, კომპანიასთან თანამშრომლობა გაგრძელდეს. სურვილი თავად გამოთქვეს და უახლოეს დღეებში ყველაფერი გადაწყდება", - ამბობს დალაქიშვილი.

გორში დაწყებულია ბავშთა საფეხბურთო სკოლის განახლებაც. მაგრამ დალაქიშვილის თქმით, მას სხვა დამფინანსებელი ჰყავს.

"საფეხბურთო სკოლა კლუბისგან გამიჯნულია, მის მშენებლობას კი რუსეთში მოღვაწე გორელი ბიზნესმენი, გვარად ფილიშვილი აფინანსებს. ეს მან მოინდომა და თანამედროვე სტანდარტების სკოლის მოწყობა სურს. მაგრამ, რადგან გორელი ბავშვები ივარჯიშებენ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი პარტნიორობა აუცილებელიც იქნება. როგორც ვიცი, ფილიშვილი ჩამოსვლას გეგმავს და თანამშრომლობაზე დავილაპარაკებთ", - ამბობს დალაქიშვილი.

და ბოლოს: "დილა" ანთალიური შეკრებიდან 7 თებერვალს დაბრუნდა. მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე ჩემპიონატის განახლებამდე თბილისში კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრის ჩატარებას გეგმავდა, მაგრამ დიდთოვლობა ამის საშუალებას არ აძლევს.

თურქეთში მახარაძის ხელმძღვანელობით 31 მოთამაშე ვარჯიშობდა. ცხადია, ყველა გუნდში ვერ დარჩება. ვინ დაიმატეს და ვის შეელევიან, მალე გაირკვევა და უახლოეს დღეებში "მიხეილ მესხზე" დაგეგმილ პრესკონფერენციაზე განაცხადებენ - იქვე ახალწვეულებსაც წარადგენენ. მანამდე კი გუნდის ხელმძღვანელები სიახლეებზე ლაპარაკს ერიდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mesi
ისე ჩემპიონატის რეგლამენტი რომ შევცვალოთ შეიძლება დილა ჩემპიონიც კი გახდეს!
zalo
ოოოოოოოო დილა აღარ ხუმრობს. ლოკომოტივზე აუცილებლად დაესწრება ხალხი მათ ტამაშს, მაგრამ გააჩნია რომელ საათზე დაიწყება ტამაში
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე