წარმოშობით ნიგერიელ, 19 წლის ნიჭიერ თავდამსხმელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა
"გაგრას" პრესსამსახურმა 9 თებერვალს მნიშვნელოვანი სიახლე გაავრცელა: გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, აბაიომი სეუნი ოვონიკოკო საქართველოს მოქალაქე გახდა.

"იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე შარშან დეკემბერში შევიტანეთ და ვთხოვეთ, ოვონიკოკოსთვის საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭებინა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იანვარში სპეციალური კომისიის წევრები ჩვენი კლუბის წარმომადგენლებს შეხვდნენ, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ოვონიკოკოს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა", - გვითხრა "გაგრას" იურისტმა მიხეილ აფხაზავამ.

დიდი ხანია, "გაგრა" პერსპექტიული ნიგერიელის ნატურალიზაციას ცდილობდა, რადგან მოსამზადებელ ეტაპზე თუ სხვა დროს კლუბს ამის გამო პრობლემები ექმნებოდა. ოვონიკოკო არც თურქეთში მოსამზადებლად შეუშვეს და არც საფრანგეთისა და ბელგიის ვიზები მისცეს, სადაც მას "რენი" და "ლოკერენი" იწვევდნენ. ამით კი კლუბი დაზარალდა და ვერ მიიღო საკმაოდ სოლიდური მოგება.

თუმცა, კლუბის პრეზიდენტს ბესიკ ჩიხრაძეს მხოლოდ პრაგმატული ინტერესები არ ამოძრავებდა. "გაგრას" თავკაცი დარწმუნებულია, რომ 19 წლის ოვონიკოკო ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა თავდამსხმელია და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსაც წაადგება და სამომავლოდ, ეროვნულსაც.

აფრიკელთა ნატურალიზაცია ქართველ გულშემატკივართა წყალგამყოფია - ნაწილი ამ იდეას ემხრობა, ნაწილიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მაგრამ ყველას დაწყდა გული, როდესაც ზუგდიდის "ბაიას" თავდამსხმელი და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები ჩისამბა ლუნგუ რუსეთში გადავიდა. ახლა კი გებჟალიაზე გაზრდილი თავდამსხმელი ზამბიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია.

ამჟამად, ოვონიკოკო ესპანეთში "ზესტაფონთან" ერთად ემზადება. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში საჭირო დოკუმენტებს წარადგენს და ოფიციალურად გადაეცემა საქართველოს პასპორტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaga
ბარემ ...გავხადოთ აქაურობა მაგარი თორე ეხა ეგეც არ იყოს რონალდო რა გოგუას არ იძახებენ ნაკრებში და მაგას რა უნდა ტო
nikkk
gaga ჯერ ამის თამაში თუ გაქვს ნანახი ასე რომ ლაპარაკო.. ძალიან მაგარი ფორვარდია და მე ასეთი ნამდვალდ არ მინახავს ნაკრებში ვინც თამაშობენ ამ ასაკის :) ჯერ ნახეთ ვინაა და რას წარმოადგენს და მერე მისი თამაშიდან გამომდინარე აკრიტიკეთ, ისიც თუ მიიწვევენ ნაკრებში.. მოქალაქეობა სულაც არ ნიშნავს მაინც და მაინც ნაკრებში რომ ათამაშებენ.
vaja margiani
დიდ ქართველს :))
dauta
კარგია რო ნატურალიზება გაუკეთდა ამ ბიჭს,დიდი წარმატების მოტანა შეუძლია.ივანიშვილს რაც შეეხება მას უპირობოდ უნდა აღუდგეს მოქალაქეობა....რაც შეეხება თურქებს,პაკისტანელებს და ათას გადამთიელს მოქალაქეობა ნამდვილად არუნდა მიეცეთ მოქალაქეობა.....
state
ვემხრობი.... მარა ყანწი რქაწითელისა უნდა აიღოს, დაილოცოს, ბოლომდე შესვას და.... თუ დალია მაშინ არ გვინდა, მაგისთანები ბევრი გვყავს:))) მარა მაინც ვემხრობი!!!!
teo
ეგ თუ უშველის ქართულ ფეხბურთს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
tonyblack
ოვონიკოკოს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, ივანიშვილს კი წაართვეს. მაგარია არა. როგორ მეცინება.
gigi1984
კარგი რააა...მალე საქართველოში ქართველებიც აღარ იცხოვრებენ
gega
ოუ ... რა უნდა ნაკრებში ეხა ამან არ მოგვაგებინოს მსოფლიო ჩემპიონატი რა ტეხავს რა ... საქართველოს ნაკრებში იმედია არასწორი ინფორმაციააა
gaga
რა ნაკრებში ხო არ გაგიჯდა ეს ხალხი ის გა გვაკლია ეხა რო ... ითამაშოს საქართველოს ნაკრებში. იმდენი nichieri გვყავს რო 10 თავით ჯობნიან მაგას სირცხვილია სირცხვილი
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა