"ქარის თასის" გათამაშების მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი პრეტორიაში გაიმართება. შარშანდელი ჩემპიონი "ბლუ ბულზი" წლევანდელი შეჯიბრების ლიდერ დურბანის "ნატალ შარქსს" უმასპინძლებს...

"ქარის თასის" გათამაშების მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი პრეტორიაში გაიმართება. შარშანდელი ჩემპიონი "ბლუ ბულზი" წლევანდელი შეჯიბრების ლიდერ დურბანის "ნატალ შარქსს" უმასპინძლებს.

"ლურჯი ხარებისა" და "ზვიგენების" დაპირისპირება ყოველთვის უმძაფრეს ბრძოლაში მიმდინარეობდა. "ქარის თასის" ბოლო ოთხი მატჩიდან ოთხივე შვიდი ან უფრო ნაკლები ქულის სხვაობით დამთავრდა.

"ბლუ ბულზი" რეაბილიტაციას შეეცდება მე-8 ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ "პუმასსთან" განცდილი მარცხის გამო - 21:22.

პრეტორიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფრენს ლუდეკმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ტრავმის მოშუშების შემდეგ ძირითადს დაუბრუნდა შერკინების მესამეხაზელი იან ფან ველზი. სათადარიგოთა სკამიდან სასტარტოში გადაიყვანა მგეზავი ჟაკ ლუი პოთხიტერი, გარემარბი იაკო ფან დერ ვესტჰოიზენი, ცხრა ნომერი რუან სნიმანი და მეორეხაზელი ფუდხე მაბეტა, იაკო ენგელსმა, სი ჯეი სტანდერმა, დასტინ იაინკამ და სეფან ვატერმეიერმა კი სათადარიგოთა შორის დაიკავეს ადგილი.

მაშინ, როცა ლუდეკი ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაშია, "ნატალ შარქსის" მთავარი მწვრთნელი ჯონ პლამტრი არ ცვლის იმ მოთამაშეებს, ვისი წყალობითაც ზედიზედ შვიდი თამაში მოიგო. "ზვიგენები" წლეულს შესანიშნავ რაგბის თამაშობენ და "ლოფტუს ვერსფილდზე" მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

პლანეტრუგბყ-ს პროგნოზით, სტუმრები მინიმუმ შვიდი ქულით მოიგებენ.

საინტერესო მატჩი გაიმართება იოჰანესბურგში, სადაც "ლაიონზი" მეორეადგილოსან "ვესტერნ პროვანსს" უმასპინძლებს. "ლომებმა", რომლებმაც სეზონი წარუმატებლად დაიწყეს, ბოლო სამი მატჩიდან სამივე მოიგეს და სატურნირო ცხრილში საპლეიოფო ოთხეულს მიუახლოვდნენ.

"დასავლელებმა" კი პირიქით, "ქარის თასის" გათამაშება რიხით დაიწყეს და მეშვიდე ტურამდე დაუმარცხებელნი იყვნენე. პირველი წრის ბოლო მატჩში მათი აღმასვლა დურბანში "ნატალ შარქსმა" შეაჩერა, ერთი კვირის წინ კი შინ "ჩიტაზთან" ზედიზედ მეორედ წააგო.

პლანეტრუგბყ-ს მიაჩნია, რომ "ლაიონზი" უკეთეს ფორმაშია და მინიმუმ ხუთი ქულით მოიგებს.

IX ტური

გრიკასი-ჩიტაზი, ლეოპარდსი-პუმასი, ლაიონზი-ვესტერნ პროვანსი, ბლუ ბულზი-ნატალ შარქსი

სატურნირო მდგომარეობა

1. ნატალ შარქსი - 35 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 28, 3. ჩიტაზი - 24, 4. ბლუ ბულზი - 23, 5. გრიკასი - 23, 6. ლაიონზი - 20, 7. პუმა

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა