ლევან ყენია "შალკეში" სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ახლო მომავალში მოედანზე მის გამოჩენას უნდა ველოდეთ
გაცნობეთ, რომ გერმანიის თასის მეოთხედფინალში მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" წაგებული მატჩისას ლევან კობიაშვილი დაშავდა და შეხვედრის მე-80 წუთზე შესაცვლელი გახდა.

როგორც ჩანს, "ჰერტას" ქართველი მცველის მდგომარეობა საგანგაშო არაა - "კიკერში" ბუნდესლიგის მორიგი ტურის წინათქმაა გამოქვეყნებული და კობიაშვილის გვარი ტრავმირებულთა სიაში არ შეუტანიათ. იგი, ჩვეულებისამებრ, "ჰერტას" სავარაუდო ძირითად შემადგენლობაშია შეყვანილი.

11 თებერვალს "ჰერტა", რომელიც პირველ ბუნდესლიგაში დასარჩენად იბრძვის, "შტუტგარტს" ესტუმრება.

აღსანიშნავია, რომ 34 წლის კობიაშვილმა გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის 20-ივე ტურში მიიღო მონაწილეობა და ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ამ სეზონში ლევანმა სამი გაფრთხილება მიიღო და თუ ჯანმრთელად იქნა და მეხუთე ყვითელ ბარათამდე არ ავიდა, სავსებით შესაძლებელია, მიმდინარე ბუნდესლიგაში ერთი წუთიც კი არ გაუცდეს.

შორს არც ის დღე უნდა იყოს, როცა პირველ ბუნდესლიგაში მეორე ქართველიც ითამაშებს - ლევან ყენია ხომ "შალკეს" შემადგენლობაში უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მის მოედანზე გამოჩენას უახლოეს ტურებში თუ არა, მიმდინარე სეზონში ნამდვილად უნდა ველოდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა