საქართველოში უცნობი 23 წლის თავდამსხმელი, სავარაუდოდ, უკრაინულ "ოლექსანდრიასთან" კონტრაქტს გააფორმებს
შესაძლოა, უკრაინის პრემიერლიგაში კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს. იანვარში შევიტყვეთ, რომ თურქეთში შეკრებაზე მოსამზადებლად გამგზავრებულ "ოლექსანდრიაში" ჩვენთვის უცნობი ფეხბურთელი ლევან გულორდავა ვარჯიშობდა. მან საკონტროლო შეხვედრაში ყაზახური "ჟეტისუს" განადგურებაში (5:0) წვლილი გოლით შეიტანა.

კიევის "არსენალის" გაზრდილი, რომელიც 16 წლიდან ძირითად გუნდში ვარჯიშობდა და "მეთოფეთა" ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელს ეძახდნენ, კარგა ხანი ვერ ახერხებდა კარიერის აწყობას - მოიარა სამარის "კრილია სოვეტოვი", ხარკოვის "მეტალისტის" დუბლები, საქართველოშიც კი ითამაშა, მაგრამ 2010 წელს უკრაინაში დაბრუნდა და ნახევარი სეზონი მეორელიგელ ჩერნიგოვის "დესნაში" გაატარა.

23 წლის თავდამსხმელმა ზაფხულში კრივოი როგის "კრივბასსაც" ტყუილად მიაკითხა და მერე ნახევარი წელი უგუნდოდ დარჩა.

ამდენი წვალების შემდეგ, შესაძლოა, უკრაინულ პასსპორტის მქონე 23 წლის ქართველი თავდამსხმელი ლეონიდ ბურიაკმა თავისთან დატოვოს.

"ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ლევანი "ოლექსანდრიასთან" კონტრაქტს გააფორმებს. ლეონიდ ბურიაკი დიდი ფეხბურთელი იყო და მოთამაშის შერჩევაში არ შეცდება.

მიმაჩნია, რომ გულორდავა პერსპექტიული ბიჭია და უკრაინის პრემიერლიგაში თავის სიტყვას იტყვის. როგორც მითხრეს, თურქულ შეკრებაზე, გოლის გარდა, საგოლე გადაცემებითაც გამოიჩინა თავი და მწვრთნელებს თავი მოაწონა.

ლევანს საქართველოში თითქმის არ იცნობენ. არადა, ნიჭიერი ბიჭია და ცუდი არ იქნება, ყურადღებას თუ მიაქცევენ", - ამბობს ფეხბურთელის მენეჯერი სერგო ქუთათელაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაცი
ლევა მაგარი ხარ! წარმატებებს გისურვებ.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა