უკრაინულ გრანდთან ერთად შეკრებაზე გამოძახებული ქართველი ისევ მარიუპოლის "ილიჩივეცში" ბრუნდება
უკრაინის პრემიერლიგის "ოლექსანდრიაში" დავით თარგამაძის წასვლას დღემდე განიცდიან.

- შეუცვლელი ფეხბურთელი არ არსებობს, მაგრამ დათო ნამდვილი ლიდერი იყო, გუნდის ვარსკვლავი - თქვა ოლექსანდრიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა იური პანკივმა.

მაგრამ, რად გინდა, დიდ "შახტარში" პატარა "ოლექსანდრიას" ვარსკვლავობა საკმარისი არ გამოდგა - იქ ფილოსოფიის უკეთ ცოდნასაც ითხოვენ.

რადენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ესპანურ შეკრებაზე "შახტარში" 99-ნომრიანი მაისურის მომრგები თარგამაძის დებიუტი დონეცკელთა რიგებში 1 თებერვალს "კოპა დელ სოლზე" შედგა, მაგრამ შემდგომ ორ მატჩში ("ტრომსოსთან" და "კოპენჰაგენთან") აღარ უთამაშია. 22 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ბოლო ტურში შვედურ "კალმართან" მოედანზე მაინც გამოჩნდა და გოლიც გაიტანა. მაგრამ, რად გინდა...

როგორც ჩანს, შემთხვევითი არ ყოფილა ტურნირზე მისი უთამაშებლობა და მარიუპოლის "ილიჩივეცის" მთავარი მწვრთნელის იგორ ლეონოვის მოულოდნელი განცხადება, იმედია, დათო ცოტა ხნით მაინც დაგვიბრუნდებაო. არც "შახტარის" ფიზმომზადების მწვრთნელის, კარლო ნიკოლინის მინიშნება, დათომ ჯერ კიდევ უნდა გაიგოს ჩვენი სტილი და თამაშის ფილოსოფიაო.

ოთხი დღის წინ გავრცელებული ის ინფორმაციაც მართალი გამოდგა, დათოს მაინც მარიუპოლის "ილიჩივეცში" აბრუნებენო. ეს მირჩა ლუჩესკუს თანაშემწე ალექსანდრე სპირიდონმა უკრაინულ "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში დაადასტურა:

- ესპანურ შეკრებაზე მოულოდნელად გამოცხადდა "ილიჩივეცში" იჯარით გაშვებული თარგამაძე. "შახტარში" პირველი გოლი კი გაიტანა, მაგრამ საერთოდ როგორი შთაბეჭდილება დატოვა?

- თარგამაძემ დაამტკიცა თავისი გასაოცარი ინდივიდუალური თვისებები, თუმცა ჩვენი თამაშის გასაგებად მოთამაშეს არასრული ორი კვირა არ ყოფნის, თუნდაც ის გამორჩეულად ნიჭიერი იყოს. ამიტომ ბოლო შეკრებას დათო "ილიჩივეცში" ჩაატარებს და ზაფხულამდე მარიუპოლის კლუბში დავაკვირდებით.

- ქართველი იმიტომ ბრუნდება მარიუპოლში, რომ ლუჩესკუს მასზე დაკვირვების საშუალება არ ჰქონდა?

- ეს არაფერ შუაშია. ლუჩესკუს თარგამაძის ნახვა თურქულ შეკრებაზეც შეეძლო. მაგრამ "შახტარის" თამაშის ჩაწვდომაში ესეც ბევრს ვერაფერს შეცვლიდა. საამისოდ არა რამდენიმე კვირა, მრავალი თვეა საჭირო.

მეორეს მხრივ, თარგამაძეს "ილიჩივეცშიც" არავინ ჰპირდება იოლ ცხოვრებას. ჩვენთან ერთად თურქეთში რომ წამოსულიყო, მარიუპოლში სეზონის განახლებამდე ათი დღით ადრე დაბრუნდებოდა. ამ დრომდე კი გუნდის მწვრთნელები ძირითად შემადგენლობაში გაერკვეოდნენ და თარგამაძის ძირითადში მოხვედრაც ძნელი იქნებოდა. ამიტომ ფეხბურთელთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე გონივრული იქნებოდა მისი აზოვურ გუნდში წასვლა.

სამწუხაროდ, თარგამაძე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ესპანური შეკრების შემდეგ გუნდთან ერთად მომზადებას აღარ გააგრძელებს. მაგრამ საინტერესო ესაა - თარგამაძე "შახტარის" ფილოსოფიას მარიუპოლში გადახვეწილი უკეთ გაეცნობა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beqa
ამ ბიჭსაც დაღუპავენ არ უნდა წასულიყო შახტარში.....
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა