ქართველმა ცენტრმა ზურგსუკნიდან ეფექტური პასით მერვინ უილიამსი მოძებნა და შეტევა ეფექტური ზემოდან გდებით დასრულდა
ზაზა ფაჩულიამ "ინდიანასთან" 38:18 წუთი ითამაშა. მწვრთნელს ორი წამით მეტი რომ დაეტოვებინა, სეზონის რეკორდს გააუმჯობესებდა ("მილუოკისთან" მოედანზე 38:19 წუთი გაატარა). ასეა თუ ისე, ამ სეზონში, როცა 27 წლის ქართველმა 31 და მეტი წუთი ითამაშა, მისი გუნდი ოთხივე შემთხვევაში მოედნიდან გამარჯვებული გამოვიდა.

"ატლანტა ჰოქსს" "ინდიანასთან" მოგება ჰაერივით სჭირდებოდა, რადგან შინ ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდა წაგებული და სპეციალისტებს პირზე უკვე ჯორჯიული კრიზისი ეკერათ.

რაც მთავარია, "ქორებმა" აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი "ინდიანა პეისერსი" დამაჯერებლად დაამარცხეს. NBA-ს ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ მიმოხილვებში ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა მატჩების საკვანძო ეპიზოდებს.

გასაკვირია, მაგრამ ასეთად პირველი მეოთხედის ბოლო წუთები მიიჩნიეს: "სტუმრებმა მატჩი ცუდად დაიწყეს, განსაკუთრებით სუსტად შეტევაში გამოიყურებოდნენ. ერთ ეპიზოდში როი ჰიბერტის ნატყორცნი ზაზა ფაჩულიამ დაბლოკა, სწრაფი საპასუხო იერიშისას ჯო ჯონსონმა სამქულიანი ისროლა, რომელიც მიზანს ასცდა და ფაჩულიას ჩაუვარდა ხელში.

ქართველმა ცენტრმა ზურგსუკნიდან ეფექტური პასით მერვინ უილიამსი მოძებნა და შეტევა ეფექტური ზემოდან გდებით დასრულდა (24:12, პირველი პერიოდის დასრულებამდე 4:24 წუთით ადრე). ამის შემდეგ თავი გამოიდო ჯოშ სმიტმა და "ინდიანას" თამაშის გადარჩენის მცირე შანსიც არ მისცემია. აღსანიშნავია, რომ სწორედ სმიტისა და ფაჩულიას ენერგიული თამაშის წყალობით "ატლანტამ" მეტოქე მოხსნებში 45:33 დაჩაგრა."

NBA-ს ოფიციალურ საიტზე ცალკე ვიდეო ფაჩულიას მოქმედებას მიეძღვნა სახელწოდებით "ეს ყველაფერი ზაზამ გააკეთა". იქ შესულია ზემოთნახსენები 13-წამიანი მონაკვეთი ფაჩულიას დაფარებიდან ლამაზ პასამდე. მას ორმაგ დუბლამდე ცოტა რომ დააკლდა, ქვემოთ ნახავთ.

- წინა სამი მატჩისგან განსხვავებით საოცარი ენერგიით ვითამაშეთ. მოედანზე სულ სხვა "ატლანტა" იყო. ჯოშ სმიტმა კი სუპერ-თამაში ჩაატარა, - განაცხადა ნამატჩევს "ჰოქსის" მწვრთნელმა ლარი დრიუმ. სმიტმა 28 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

"ატლანტას" 17 მოგება მოუგროვდა (9 მარცხი) და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზე აინაცვლა. მეოთხეა "ინდიანა", რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი და ამდენივეთი ნაკლები წაგება აქვს. 10 თებერვალს ზაზას გუნდს საპასუხისმგებლო მატჩი ელის - დუაით ჰოვარდის "ორლანდოსთან" ფლორიდის ნახევარკუნძულზე ითამაშებს.

ატლანტა-ინდიანა 97:87

ზაზა ფაჩულია: 38 წუთი, 9 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 8-დან 5 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება, 1 შეცდომა, 4 ფოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Miriani
მაგარი სათაურია ძალიან :)
avtandil
გაუმარჯოს ზაზას და ყველა ქარტველ კალატბურტელს
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა