ჩვენებურის "მაჰრამმა" აღმოსავლეთ აზიის საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში "ალ რიადია" 91:52 დაამარცხა
ირანის "მაჰრამმა", რომელშიც ნიკოლოზ ცქიტიშვილი თამაშობს, აღმოსავლეთ აზიის საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე რომ დაასრულა, ჩვენი გაზეთის მკითხველს კარგად მოეხსენება. ჯგუფის მატჩებს ლიბანის დედაქალაქმა, ბეირუთმა უმასპინძლა, რის შემდეგაც შეჯიბრება მიმოსვლითი სისტემით გაგრძელდა.

მეოთხედფინალში "მაჰრამის" მეტოქე იორდანიის "ალ რიადია". სერია ორ მოგებამდეა. პირველი შეხვედრა იორდანიის სატახტო ქალაქ ამანში გაიმართა, მეორეს - ირანის დედაქალაქი თეირანი უმასპინძლებს, ხოლო თუ მესამე მატჩის ჩატარება გახდა საჭირო, "მაჰრამი" მასაც შინ გამართავს.

წარსულსა და მომავალ დროებზე დაკვირვებით მიხვდებოდით, რომ მეოთხედფინალის ერთი მატჩი უკვე გაიმართა: ამანში "მაჰრამი" თავიდანვე 14:0 გაიქცა და მასპინძლებს შანსი არ დაუტოვა - 91:52.

შეხვედრის სრული სტატისტიკის მოძიება ვერ მოვახერხეთ, მიმოხილვაში ამოკითხულით უნდა დავკმაყოფილდეთ: "მაჰრამელთაგან ამირ სედიგი და ქართველი ნიკოლოზ ცქიტიშვილი გამოირჩნენ, რომლებმაც 13-13 ქულა მოაგროვეს და მატჩის ბომბარდირობაც გაიყვეს."

როგორც გითხარით, სერიის მეორე შეხვედრა ირანში გაიმართება (21 თებერვალს). ლოგიკურად, გამარჯვება ნიკას გუნდს უნდა დარჩეს და მესამე მატჩი საჭირო აღარ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა