"საკრამენტოსთან" მატჩში "ოკლაჰომამ" თითქოს გადაწყვიტეს მატჩის ბედი, მაგრამ საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე ყველაფერი თავდაყირა დადგა
სენსაცია მოხდა საკრამენტოში, სადაც ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი "ოკლაჰომა" ჩავიდა სათამაშოდ. მეოთხე მეოთხედში 10:2 გაქცევის შემდეგ, სტუმრებმა თითქოს გადაწყვიტეს მატჩის ბედი, მაგრამ საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე ყველაფერი თავდაყირა დადგა.

მომდევნო 207 წამში "ოკლაჰომამ" სამი შეცდომა დაუშვა და ორჯერ დაუფარეს ბურთი, რის გამოც ტორნტონმა ფაქტობრივად მარტომ გააბათილა ჩამორჩენა (ზედიზედ 8 ქულა აიღო).

მეტოქე ნოკდაუნში ჩავარდა: დურანტს ერთხელ ბურთი გაექცა, უესტბრუკმა ორჯერ დააბიჯა მოედნის ხაზს, ჰარდენი კი მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ წესებს არღვევდა და პერსონალურების ტაქტიკით ცდილობდა მატჩის გადარჩენას. მართალია, მასპინძლებმა რამდენიმე ბურთი ვერ ჩააგდეს, მაგრამ მოგება მაინც არ გასჭირვებიათ.

გრძელდება "დენვერის" კრიზისი - "გოლდენ სტეიტთან" წაგების შემდეგ "ნაგეტსს" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. რთული სათქმელია, რატომ დამარცხდნენ მასპინძლები - ფარზე ბრძოლა მოიგეს, ექვსით მეტი შედეგიანი გადაცემა შეასრულეს, ნაკლები შეცდომა დაუგროვდათ და პერსონალურებიც ნაკლები ჰქონდათ. იმ დღეს "გოლდენ სტეიტში" რიგებში ბრწყინვალე იყო სტივენ კარი, რომელმაც 36 ქულა (თამაშიდან - 13/17, მათ შორის სამქულიანები - 6/9), 7 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა დროის მონაკვეთი მესამე მეოთხედის დასაწყისში, როცა სტუმრები 24:5 გაიქცნენ.

უცნაურობები ემართება "ფინიქსს". სტუმრად "მილუოკისა" და "ატლანტას" დამარცხების შემდეგ, სტივ ნეშის გუნდმა შინ ვერაფერი მოუხერხა "ჰიუსტონს". არადა, ამ უკანასკნელის სასტარტო შემადგენლობამ ჩააგდო შეხვედრა: მარტინმა მხოლოდ 13 წუთი ითამაშა და ორი ქულა მოაგროვა, დალემბერმა და პარსონსმა თამაშიდან ერთად მხოლოდ 3 ბურთი ჩააგდეს, ლოურიმ კი ერთადერთი შედეგიანი პასი მიითვალა და 25 წუთში სამი შეცდომა დაუშვა.

სამაგიეროდ, ფანტასტიკურად თამაშობდა ტექსასელთა რეზერვი. ლიმ, დრაგიჩმა, ბადინგერმა, ჰილმა და პატერსონმა თამაშიდან ტყორცნების 59.5 და სამქულიანების 62.5 პროცენტი ჩააგდეს, 26 ბურთი მოხსნეს, 18 შედეგიანი პასი დაარიგეს და მხოლოდ 5 შეცდომა დაუშვეს. ნეშმა მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა. მისი და მარცინ გორტატის მონდომებით "სანზმა" საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 17 წამით ადრე სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, მაგრამ შემდეგ ამ დუეტმა ბურთი ვეღარ ჩააგდო.

ფინიქსი-ჰიუსტონი 89:96

29:26, 15:28, 32:20, 13:22

ფ: ფრაი (21+10 მოხსნა), გორტატი (16+9 მოხსნა), ნეში (14+13 პასი), დადლი (14), ჰილი (11+6 მოხსნა), რედი (11).

ჰ: სკოლა (16+6 მოხსნა), პატერსონი (14+6 მოხსნა), ლოური (14), დრაგიჩი (11+11 პასი), ჰილი (10+6 მოხსნა), ლი (10).

დენვერი-გ. სტეიტი 101:109

28:27, 23:20, 20:37, 30:25

დ: აფლალო (26), ნენე (15+5 მოხსნა), ლოუსონი (11+10 პასი), ჰარინგტონი (11), ფარიდი (8+10 მოხსნა).

გ-ს: კარი (36+7 მოხსნა+7 პასი), ტომპსონი (19), რაიტი (15), ელისი (14), ლი (12+8 მოხსნა).

საკრამენტო-ოკლაჰომა 106:101

23:19, 34:36, 19:23, 30:23

ს: ევანსი (22+5 მოხსნა+5 პასი), კაზინსი (19+9 მოხსნა), ტორნტონი (15+5 მოხსნა), ტომპსონი (11+10 მოხსნა), გრინი (10).

ო: უესტბრუკი (33+6 მოხსნა), დურანტი (27+8 მოხსნა), ჰარდენი (17+5 მოხსნა), კუკი (11), იბაკა (6+9 მოხსნა+10 დაფარება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა