ევროლიგაზე დასრულდა მეორე ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტური და შეწყდა ტურნირზე მოსკოვის ცსკა-ს 12-მატჩიანი მოგებათა სერია
ევროლიგაზე დასრულდა მეორე ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტური და შეწყდა ტურნირზე მოსკოვის ცსკა-ს 12-მატჩიანი მოგებათა სერია.

არმიელებისთვის უიღბლო გამოდგა სტამბოლში მგზავრობა "გალათასარაისთან" შესახვედრად. სათამაშო პრობლემების მიუხედავად, ცსკა-ს შეეძლო თავისი შთამბეჭდავი სერიის გაგრძელება. მატჩის მსვლელობისას გააქტიურებულმა ტეოდოშიჩმა პრაქტიკულად მარტომ შეძლო ჩამორჩენის სამ ქულამდე შემცირება.

თამაშის დასრულებამდე ნახევარი წუთი რჩებოდა. შემდეგ შეტევაში ლუკასის შეცდომამ სტუმრებს ოვერტაიმისკენ გაუხსნა გზა - საჭირო იყო ბოლო სამქულიანის ჩაგდება. სწორედ შორეული ტყორცნის შესრულებისას მასპინძლები ტეოდოშიჩზე დაჯარიმდნენ, მაგრამ სერბმა გამთამაშებელმა პირველივე ჯარიმა ფარს ვერ გაარტყა, რაც პრაქტიულად წაგებას ნიშნავდა.

სასწაული უნდა მოხდეს, რომ "ჟალგირისმა" მეოთხედფინალში გააღწიოს. ლიტველებს TOP16-ში ჯერ არც ერთი გამარჯვება არ მოუპოვებიათ. მიუხედავად ამისა, "ჟალგირისი" თავისი თამაშით დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს. თუნდაც იმიტომ, რომ თავად "ბარსელონას" გაუწია დიდი წინააღმდეგობა, არადა, უიმსი და პოპოვიჩი აკლდა და განაცხადში მხოლოდ 10 კაცი ჰყავდა.

ბოლო მეოთხედის დასაწყისში სტუმრების ჩამორჩენა მხოლოდ 4 ქულას შეადგენდა და მართალია, შემდეგ "ბარსამ" ორნიშნა რიცხვამდე აიყვანა თავისი უპირატესობა, მაგრამ შეტევების ზუსტად დასასრულებლად დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. ასევე უნდა აღვნიშნოთ დელინინკაიტისის თამაში, რომელმაც ევროლიგაზე თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა - 17 ქულა.

"პანათინაიკოსი" აღარ გაიმეორებს წინა წლების ფიასკოს, როცა ის ჩემპიონის რანგში ვერ მოხვდა პლეი ოფში. ბერძნებმა საკმაოდ დამაჯერებელი თამაში აჩვენეს "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ და წესით, დარჩენილ ორ ტურში უნიქს-თან და "მილანთან" ერთი მოგების პრობლემა არ უნდა შეექმნათ.

"პაომ" უკვე პირველივე მეოთხედში მოიპოვა ორნიშნა უპირატესობა და შემდეგ მას ძალების დაძაბვის გარეშე ინარჩუნებდა. ბერძნები აქტიურ როტაციამ მიმართავდნენ და მათ რიგებში მხოლოდ დიამანტიდისმა ითამაშა 30 წუთზე მეტი. როგორც იქნა, გაისროლა ვეტერანმა ცარცარისმა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა - ეს მის პირად რეკორდს 2 ქულით ჩამორჩება. ეს რეკორდი შორეულ 2003 წელს არის დამყარებული.

ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა "ბილბაოს" მცველი აარონ ჯექსონი. "რეალთან" მატჩში (93:69) მან 15 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

ასეთივე მონაგარი ჰქონდა მეორე ადგილზე გასულ გიორგი შერმადინს, თუმცა მისმა "კანტუმ" დიდი ანგარიშით წააგო სტუმრად "მაკაბისთან".

ტურის მესამე კალათბურთელია "ეფესის" მცველი ოლივერ ლაფაიეტი, რომელმაც 22 ქულა მიითვალა "ოლიმპიაკოსთან" მატჩში.

E ჯგუფი

გალათასარი-ცსკა 68:64

15:13, 16:23, 24:18, 13:10

გ: შიპი (22), ანდრიჩი (16+7 მოხსნა), რუკასი (8+6 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა).

ც: შვედი (11+5 მოხსნა), კაუნი (11), კირილენკო (10).

მ წ +/-

1. ცსკა 3 1 47

2. ოლიმპიაკოსი 2 2 11

3. გალათასარაი 2 2 -16

4. ეფესი 1 3 -42

G ჯგუფი

პანათინაიკოსი-ფენერბაჰჩე 72:62

24:13, 16:14, 18:16, 14:19

პ: ცარცარისი (21), ბატისტი (11+6 მოხსნა), დიამანტიდისი (8+5 მოხსნა+5 პასი).

ფ: ბოგდანოვიჩი (15), უკიჩი (13), ჯერელსი (11).

მ წ +/-

1. პანათინაიკოსი 3 1 46

1. უნიქსი 3 1 21

4. მილანი 1 3 -33

3. ფენერბაჰჩე 1 3 -34

H ჯგუფი

მაკაბი-კანტუ 75:60

17:14, 22:27, 23:5, 13:14

მ: ბლუ (14), ელიაჰუ (12+5 მოხსნა), ლონგფორდი (12), ჰენდრიქსი (9+9 მოხსნა).

კ: ბაზილე (20), შერმადინი (15+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჩინჩარინი (9+7 მოხსნა+5 პასი).

ჟალგირისი-ბარსელონა 58:67

19:13, 13:17, 11:17, 15:20

ჟ: დელინინკაიტისი (17).

ბ: ნავარო (18+5 პასი), ლორბეკი (16+5 მოხსნა), ეიდსონი (15).

მ წ +/-

1. ბარსელონა 4 0 42

2. მაკაბი 2 2 1

3. კანტუ 2 2 -11

4. ჟალგირისი 0 4 -32

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა