ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

იუპ ჰაინკესმა არიენ რობენი დააშოშმინა

იუპ ჰაინკესმა არიენ რობენი დააშოშმინა

მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი ფეხბურთელი "კაიზერსლაუტერნთანაც" სათადარიგო იქნება...
ამ ბოლო დროს „ბაიერნის“ ჰოლანდიელ დრიბლიორ არიენ რობენს საქმეები ისე კარგად ვეღარ მისდის. გერმანიის თასის მეოთხედფინალურ მატჩში, რომელიც რეკორდმაისტერმა „შტუტგარტთან“ 2:0 მოიგო, 28 წლის არიენმა 90 წუთის მანძილზე სათადარიგოთა სკამი ხეხა, მიუნხენელებმა კი მის გარეშეც მშვენივრად ითამაშეს.

რობენი ამის გამო უკმაყოფილო დარჩა და გაბრაზება არც დაუმალავს. ყველაზე მეტად, იმის გამო ჩანდა ნაწყენი, რომ ბავარიელთა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა მას მეორე ტაიმში გახურება უბრძანა, არიენიც გახურდა, მაგრამ „დონ იუპმა“ მოედანზე მაინც არ შეუშვა...

„შტუტგარტთან“ მატჩის წინ რობენი ჩემთან დავიბარე და საკმაოდ დიდხანს ვესაუბრე. ცხადია, შინაარსზე არ ვილაპარაკებ, რადგან ყველაფერი, რაც ჩემს კაბინეტში ითქვა, ჩვენს შორის უნდა დარჩეს“, - აცხადებს ჰაინკესი „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ფაქტია, რომ თომას მიულერმა რობენის პოზიციაზე (მარჯვენა გარემარბი) ძალიან კარგად ითამაშა - რიბერიმ და გომესმა „შტუტგარტთან“ გოლები სწორედ მისი პასებით გაიტანეს. ცხადია, რობენი „ბაიერნში“ ზედმეტი არ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჰაინკესის ამ ტაქტიკურმა გადაადგილებამ და ჰოლანდიელი გარემარბის სკამზე დასმამ შედეგი გამოიღო.

გერმანიაში რობენის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება არავის გაჰკვირვებია, რადგან არიენი ამ ბოლო დროს ისე ვერ თამაშობს, როგორც მისგან ელიან და ითხოვენ. თუკი წინა სეზონის მეორე წრეში რობენმა მხოლოდ 14 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა, ახლა, მთელი სეზონის მასშტაბით მის ანგარიშზე მხოლოდ 5 გოლი და 1 პასია...

ჰაინკესმა გუშინ ისიც თქვა, „შტუტგარტთან“ თამაშის წინაც დარწმუნებული ვიყავი, რომ რობენის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება სწორი გადაწყვეტილება იყოო. თუმცა „დონ იუპი“ იქვე დასძენს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ჰოლანდიელი ვარჯიშებზე უკვე ძალიან მოტივირებულია და ამბობს, საუკეთესო ფორმაში მყოფ რობენს ვერცერთი ფეხბურთელი ვერ აჯობებსო.

თუმცა, ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ დღეს, „კაიზერსლაუტერნთან“ კალენდარულ შეხვედრაში ჰაინკესი არიენს ისევ სკამზე დატოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო