ფაბიო კაპელოს თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას ბევრი საქმე დაუგროვდა
ფაბიო კაპელოს თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას ბევრი საქმე დაუგროვდა. პრეზიდენტ დევიდ ბერნშტაინის განცხადებით, მათ ჯერ ვერ მოიცალეს ახალ თავკაცზე სამსჯელოდ.

ამ მიზნით აღმასრულებელი კომიტეტი მრგვალ მაგიდას პარასკევს, 17 თებერვალს მიუჯდება.

ბუნებრივია, რომ პირველ ეტაპზე ლაპარაკი იქნება მხოლოდ პოტენციურ კანდიდატებზე. გადაწყვეტილებას ჯერ არ უნდა ველოდოთ.

უკვე გაცნობეთ, რომ უმთავრეს კანდიდატად “ტოტენჰემის” თავკაცი ჰარი რედნაპი მიიჩნევა... უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, მიიჩნეოდა, რადგან 65 წლის მწვრთნელის თქმით, იმ მხარდაჭერის შემდეგ, რაც კლუბმა მას სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გაუწია, მისი მხრიდან ნაკრების ჩაბარებაზე ფიქრი არასწორი საქციელი იქნებოდა.

იქამდე კი სანამ “ფეხბურთის მამები” კონკრეტულ კანდიდატურაზე შეჩერდებიან, ინგლისის ნაკრების დროებით დამრიგებლად სტიუარტ პირსი დაინიშნა.

49 წლის სპეციალისტი კაპელოს შტაბშიც შედიოდა, ამჟამად კი 21-წლამდელთა გარდა და ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელიც გახლავთ. ასე რომ, სტიუარტის კანდიდატურაზე ამ ეტაპზე არავინ ფიქრობს. მას თავისი საქმეც ძალიან ბევრი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს