14 წლის ნახევარმცველ ნიკოლოზ ყიფიანზე რუსები დიდ იმედებს ამყარებენ
9 თებერვალს თურქეთში ორკვირიანი შეკრება დაიწყო რუსეთის 15-წლამდელთა ნაკრებმა. მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ დაევმა 23 ფეხბურთელი მიიწვია, მათ შორის ერთი ქართველია, 1997 წლის 25 იანვარს დაბადებული ნიკა ზურაბის ძე ყიფიანი.

14 წლის ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი რუსეთშია გაზრდილი, თავიდან რინატ დასაევის საფეხბურთო სკოლაში კიდევ ერთი ქართული გვარის მოთამაშე დენის იმედაძესთან ერთად ვარჯიშობდა. ბოლო ორი წელი კი ყიფიანი მოსკოვის "ლოკომოტივის" ასაკობრივ გუნდში გადაიყვანეს.

ვინ არის ნიკოლოზ ყიფიანი? თურმე, მას კარგად იცნობს გორის "დილას" ახალწვეული, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ხუბუა.

"ბოლო ერთი წელი მოსკოვის "ლოკომოტივში" ვვარჯიშობდი. სწორე ამ დროს გავიგე, რომ ასაკობრივ გუნდში ძალიან ნიჭიერი ქართველი თამაშობდა - ნიკა ყიფიანი. ნიკა მალე გავიცანი და მისი არაერთი მატჩი ვნახე. ძალიან კარგი ბავშვი და უნიჭიერესი ფეხბურთელი აღმოჩნდა. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მასზე რუსები უდიდეს იმედს ამყარებენ.

ერთხელ, "ლოკომოტივმა" მოსკოვის "სპარტაკს" მოუგო, ყიფიანი კი ვერ შეაჩერეს, ჰეთ-თრიქი შეასრულა და ძალიან მომეწონა. ეს არ იყო გამონაკლისი შემთხვევა, ის "ლოკომოტივის" ბომბარდირი და ლიდერია. არა უბრალოდ ნიჭიერი, არამედ გამორჩეული ტალანტია, რომლის მსგავსიც მე არ მინახავს.

რუსები დავით ყიფიანზე გიჟდებიან, ნიკაც ცენტრალური შემტევი ნახევარმცველია და ძალიან ტექნიკურია, გვარისა და ნიჭის გამო ძალიან უყვართ. "ლოკომოტივში" ყოფნის დროს ვიცოდი, რომ ჯერ კიდევ შარშან მასზე დიდი კლუბები ნადირობდნენ. ქართული იცის, ადრე მის ოჯახს სურდა, რომ საქართველოს ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ რუსები ასეთ ტალანტს შეელევიან?" - ამბობს გიორგი ხუბუა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ აირონს
რა თქმა უნდა, თუ ადამიანმა და მითუმეტეს მშობლებმა მოინდომეს, მაგათ ვერაფერი აღუდგებათ წინ...ქართულის ცოდნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ქართველობას, (არც გვარის ქონა, სამწუხაროდ) არ შეიძლება, უფრო ვრცელი მასალა მოიძიოთ, ამ ბიჭზე?
napoleoni
მერედა როგორ დავაფასებთ?!თუ ძმა ხარ მიხედე შენ თავს ყიფიანო.სანამ შენ პროფად ჩამოყალიბდები საქართველო მაინც შეწყვეტშ არსებობას,ამ უძაღლიშვილესი მთავრობა-ოპოზიციის ხელში.
eddy
რატომ ვარტ ასე თავდაჯერებული რომ ნიკას არ უშვებენ? რატომ არ ვუშვებთ იმ ვარიანტს რომ ნიკას საქარტველოში ჩამოსვლაზე საერთოდ არც ფიქრობს. ასეთ მაგალითად შევარდნადზის შვილიშვილი გამოდგება - მან ხომ განაცხადა რომ საქარტველოში ვერ იცხოვრებს და მოსკოვი არის მისი ქალაქი. ტანაც ისიც ნუ გვავიწყდება რომ ქარტველებს გვაქვს ნატქვამი "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ .... ". ნიკას შემტხვევასჰი როგორც სტატიიდან ჩანს მისი ქარტველობა მხოლოდ ქარტულ გვარშჰი აისახება.
zura
აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ' კიფიანინ რუსეტში არ უნდა თამაშობდეს.
jaba
ჩვენ რაში გვაინტერესებს შელევიან თუ არ, მთავარია ბიჭს და მის მშობლებს ქონდეს სურვილი და რუსებს არ გავარტყით. სადააქ საქართველოს ტალანტი ქართველების დაკარგვის ფუფუნება.
irakli
ყიფიანი საქართველოში უნდა თამაშობდეს!
gaga
ნიკამ თუ მოისურვა შეელევიან კიდეც ესეტი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა