თვრამეტწლამდელ მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობაზე ანა შამათავამ და შალვა ნადირაშვილმა გაიმარჯვეს
თვრამეტწლამდელ მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობაზე 10 თებერვალს ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა.

გოგონებში კვლავ წარმატებით ითამაშა ქუთაისელმა ანა შამათავამ, რომელმაც თეთრი ფიგურებით თბილისელი მარიამ ჯავახიშვილი დაამარცხა და 9 შესაძლებლიდან 8,5 (!) ქულით პირველი ადგილი დაიკავა - ოქროს მედალთან ერთად მსოფლიოს პირველობის საგზურიც დაისაკუთრა.

თბილისელი ნატო იმნაძე ფოთელ ადა კაკუტიას დაუზავდა და 8 ქულით ვერცხლის მედალსა და ევროპის პირველობის საგზურს დასჯერდა. 6,5 ქულით მესამე ადგილზე გავიდა მარიამ ჭოლაძე (ქუთაისი), რომელმაც გუშინ ანა კუჭავასთან (თბილისი) გაიყო ქულა. 6 ქულით მე-4 ადგილი საგარეჯოელ ნანი უნაფქოშვილს ხვდა.

დაძაბულად წარიმართა ვაჟთა ტურნირის ბოლო აკორდი. როგორც გაუწყეთ, მე-9 ტურის წინ ერთბაშად სამი მოჭადრაკე აცხადებდა ჩემპიონობისთვის პრეტენზიას, მაგრამ ორი მათგანი გუშინ დამარცხდა - ირაკლი ბერაძემ თეთრი ფიგურებით კახაბერ წერეთელთან წააგო, გიორგი სიბაშვილი შავებით ნიკოლოზ ქუმსიაშვილს დანებდა, სამაგიეროდ, მესამე ექვსქულიანმა შალვა ნადირაშვილმა თეთრებით გუგა ბურდულს აჯობა და 9 შესაძლებლიდან 7 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა.

6.5-6.5 ქულით მეორე-მესამე ადგილები ქუმსიაშვილმა და წერეთელმა გაინაწილეს. უკეთესი კოეფიციენტით ვერცხლი და ევროპის პირველობის საგზური ქუმსიაშვილს ერგო.

მსოფლიოს პირველობაზე ნადირაშვილი გაემგზავრება. 6-6 ქულით მეოთხე-მეექვსე ადგილები ირაკლი ბერაძემ, გიორგი სიბაშვილმა და ნინო ხომერიკმა (ყველა მოჭადრაკე თბილისელია) გაიყვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kopala
ესენი არაფერ შუაშია,მარა მათი გამარჯვება მხოლოდ ჭადრაკის მესვეურთა არასწორი პოლიტიკის შედეგია
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე