ფოთის "კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა თურქული შეკრების შთაბეჭდილებებზე ისაუბრა
ფოთის "კოლხეთი" თურქული შეკრებიდან დაბრუნდა და საზონის განახლებისთვის მზადებას შინ აგრძელებს. თურქულ შთაბეჭდილებებზე და სხვა თემებზე "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელ დავით მახარაძეს ვესაუბრეთ.

- თურქული შეკრებით კმაყოფილები ვართ, კარგი პირობებში ვიყავით და რიგიანად მოვემზადეთ, საქმე ისე მიგვყავდა, რომ 15 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატის მე-19 ტურისთვის სათანადოდ ვყოფილიყავით მზად და სამწუხაროა, რომ უამინდობის გამო ტური გადაიდო.

- ახლა სად ემზადება "კოლხეთი"?

- ჯერჯერობით ფოთში, მთავარი სტადიონის სათადარიგო მოედანზე, ჩვენთან შედარებით გამოიდარა, თუ ისევ დიდთოვლობა იქნა, სავარაუდოდ გრიგოლეთში წავალთ სავარჯიშოდ.

- მე-20 ტურში "ვიტ ჯორჯიას" უნდა უმასპინძლოთ - სად გაიმართება ეს შეხვედრა?

- ფოთში ჩამოსულები იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან და მითითებები მოგვცეს სტადიონის თაობაზე. ალბათ იცით, რომ მინდორი იდეალურ მდგომარეობაშია, მაგრამ სტადიონის რეკონსტრუქციის სხვა სამუშაოები დამთავრებული არ არის. ტრიბუნა ჯერ არ აქვს სტადიონს, რაც შეეხება გასახდელს, ეს საკითხი იმ დონეზე უნდა მოგვარდეს, რომ ფოთში "ვიტ ჯორჯიას" სტუმრობა შესაძლებელი გახდეს. ალბათ, "ვიტ ჯორჯიაც" არ იტყვის უარს ასეთ მინდორზე რომ ითამაშოს. ფედერაციის წარმომადგენლები 14 თებერვალსაც ჩამოვლენ და იმედია, ნებას დაგვრთავენ რომ 19 თებერვალს "ვიტ ჯორჯიას" ფოთში ვეთამაშოთ.

- თურქეთში გამართულ საკონტროლო შეხვედრებში უფრო რომელ ტაქტიკურ სქემას ამუშავებდით?

- ძირითადად 4-3-3 სქემას, რადგან გვინდა, რომ აქცენტი შეტევაზე გავაკეთოთ - ასეთი იყო მწვრთნელის დავალება. რა თქმა უნდა, ყველა რგოლი დაბალანსებული უნდა იყოს და ამაზეც ვმუშაობთ. თურქულმა შეკრებამ კარგად დაგვანახა ჩვენი ხარვეზებიც.

- და რა იყო "კოლხეთის" მთავარი ხარვეზი?

- შეტევიდან დაცვაზე გადაწყობა გაგვიჭირდა, ბურთს როცა ვკარგავდით, მერე ბევრი სახიფათო მომენტი იქმნებოდა ჩვენს კართან. ცენტრალურმა მცველებმაც ცოტა არ იყოს, არადამაჯერებლად ითამაშეს.

- გუნდს თურქეთში არ გაჰყვა ახალწვეული, ცენტრალური მცველი ბოიმო ფრიდოლინი...

- ეს ფორმალური პრობლემის გამო მოხდა, საკონსულოში ვიზა არ ჩაურტყეს.

- დანარჩენ ახალწვეულებზე რას გვეტყოდით?

- წაბრია ფოთელია და მისი შესაძლებლობები მანამდეც კარგად ვიცოდი, თურქეთში მან ნორმალურად წარმოაჩინა თავი. ხუბუტია ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მასზე აქცენტს ვერ გავაკეთებთ, მიქაბერიძეს ზედმეტი წონის პრობლემა აქვს და თუ ძირითადში სურს თამაში, კილოგრამები უნდა დაიკლოს. ფოფხაძის კმაყოფილი ვარ, ხატიაშვილმა კი უნდა მოუმატოს, იგივე ითქმის წურწუმიაზეც. გაბუნია და სიჭინავა რიგიანად გამოყურებოდნენ, პავლიაშვილის კმაყოფილი ვარ, მეტს ველი ტუღუშისგან...

- თურქული შეკრების ბოლო საკონტროლო შეხვედრაში სოფიის "სლავიას" 2:1 მოუგეთ, რომელიც ბულგარეთის ჩემპიონატში ამ დროისთვის მე-5 ადგილზეა...

- როგორც ვიცი, "სლავია" ძირითადი შემადგენლობით გვეთამაშა და აშკარად ვაჯობეთ. ეს მატჩი დიდი დატვირთვების ფონზე არ გვითამაშია, ანუ ამ შეხვედრამდე ისე მივედით, როგორც გუნდი კალენდარული მატჩისთვის ემზადება და აქცენტი შედეგზე გვქონდა გადატანილი. შესაძლოა, "სლავია" სხვა კონდიციაში იყო და დიდი დატვირთვების ფონზე გვეთამაშა - ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ.

- როგორ ატყობთ, "კოლხეთი" მზად არის რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად?

- პირველი ორი თამაში, "ვიტ ჯორჯიასთან" და "მერანთან", უნდა მოვიგოთ, კარგი დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, დადებითი ემოციური მუხტის შექმნა აუცილებელია. ისიცაა, რომ რვა გუნდში მოხვდრა მხოლოდ ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული, ისიც ბევრს განაპირობებს, სხვა გუნდები როგორ ითამაშებენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა