ანთალიური შეკრებიდან დაბრუნებული თუმურ მახარაძის გუნდი სეზონისთვის მზადებას თბილისში აგრძელებს
ანთალიური შეკრებიდან დაბრუნებული გორის "დილა" სეზონისთვის მზადებას თბილისში აგრძელებს. გუნდი ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასას" ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიშობს, მაგრამ დიდთოვლობის გამო,"დილას" მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე მოთამაშეთა მოედანზე გაყვანასა და ბურთით დატვირთვას ვერ ახერხებს.

სულ თურქეთში 33 ფეხბურთელი ემზადებოდა, თუმცა, გუნდში ყველა ვერ დარჩება: შევიტყვეთ, რომ "დილა" დატოვა მეკარე მირზა მერლანმა, რომელიც იჯარით, ალბათ, ლანჩხუთის "გურიაში" ითამაშებს. ახალი გუნდების მოძებნა მოუწევთ ილია ლომიძეს, გიორგი ახვდელიანს, ნიკა სადაღაშვილს, ლადო ჯოჯუას, ლევან მდივნიშვილს, ბესიკ დეკანოიძეს, რომან ახალკაცს, ვალტერ ხორგუაშვილს. თუმცა, ახალკაცის ამბავი ჯერ გაურკვეველია.

ყველა დანარჩენი გუნდშია, ვარჯიშობს და კონტრაქტის გაფორმებას ელის. თუმცა, ზოგიერთმა ხელშეკრულება უკვე გააფორმა. თბილისშია ხორვატი მეკარე მარინ სკენდერი. "დილას" თბილისში შეუერთდა ლვოვის "კარპატის" შემტევი ნახევარმცველი სანდრო გურული და 9 თებერვალს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.

ამჟამად "დილა" ამ შემადგენლობით ვარჯიშობს:

მეკარეები: მარინ სკენდერი, ბექა შეყრილაძე;

მცველები: ლაშა სალუქვაძე, კახა ალადაშვილი, გიორგი ქარქუზაშვილი, შოთა კაშია, ლაშა თოთაძე, დავით მეგრელიშვილი, ლექსო ინწკირველი, ივანე კანდელაკი;

ნახევარმცველები: გიგა ბეჭვაია, ირაკლი ლექვთაძე, ნოდარ ნოზაძე, ზურაბ არზიანი, გიორგი ხუბუა, პავლე ხორგუაშვილი, გოჩა ხოჯავა, გოჩა ხოჯავა, სანდრო გურული;

თავდამსხმელები: რომან გოგინაშვილი, რეზო ბარაბაძე, გიორგი ილურიძე, დავით ჩაგელიშვილი, მათე ვაწაძე, რეზო ჯიქია, გიორგი კახელიშვილი.

თუმცა ჯერ ყველა მათგანის დარჩენაც არ გადაწყვეტილა და არც "გაცხრილვაც" დასრულებულა - შესაძლოა, გუნდიდან ვიღაც კიდევ გაუშვან, ან დაიმატონ.

"დილასთან" კონტრაქტი გააფორმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა გიორგი ხუბუამ, რომელიც თურქული შეკრებით კმაყოფილია:

"ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. სასარგებლო საკონტროლო შეხვედრებიც გვქონდა. როგორც ვამჩნევ, ბირთვი უკვე გამოკვეთილია. დარწმუნებული ვარ, "დილა" ძლიერი იქნება არა მხოლოდ სახელებით, არამედ გუნდური თამაშითაც და ნებისმიერი ქართული გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით. იმედი თურქეთში გამართული შეხვედრების შემდეგ გამიჩნდა, რადგან "დილამ" ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა.

ასეთ გუნდში, ასეთ მწვრთნელთან და ასეთი ცნობილი ფეხბურთელების გვერდით თამაშის პერსპექტივაც მახარებს: მათ გვერდით ახალგაზრდა ფეხბურთელი აუცილებლად გაიზრდება.

პირადად მე, თურქეთში ძალიან კარგად მოვემზადე. გუნდში რადგან დამტოვეს, ესე იგი, ნდობას მიცხადებენ და მინდა ეს იმედები გავამართლო", - ამბობს ხუბუა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mirza
მამულასშვილი იმას რატო არ წერ რატო გაუშვეს ჰა? მაგარი ჟურნალისტი ხარ ძაან, ეგაა რო არაფერი არ გაინტერესებს და კიდე ცნობისთვის მწვრთნელს არ აწყვეტინებენ ვინ დარცჰეს და ვინ არა ზემოდან წყვეტენ, აი მაგი უნდა დაწერო და ეგ უნდა გაინტერესებდეს ტუ ხარ ჟურნალისტი
Burton
გიორგი კახელიშვილი ნახევარმცველია და არა თავდამსხმელი! (არც 2 გოჩა ხოჯავა არსებობს)
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის