"აეროფლოტის" საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე მე-4 ტური ქართველებისთვის უიღბლო გამოდგა
მოსკოვში "აეროფლოტის" საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე 10 თებერვალს გამართული მე-4 ტური ქართველი მოჭადრაკეებისთვის უიღბლო გამოდგა: A ტურნირში ბაადურ ჯობავა შავი ფიგურებიტ 32-ე სვლაზე აზერბაიჯანელ ელთაჯ საფარლისთან დამარცხდა, ნაზი პაიკიძე ესპანელ დანიელ ალსინას დანებდა.

მეწინავეთა პარტიები კი ასე დამთავრდა: ანტონ კორობოვი-ფაბიანო კარუანა 1:0, სერგეი ჟიგალკო-ევგენი ალექსეევი 0,5:0,5, აბჯით გუფთა-ჩაბა ბალოგი 0,5:0,5, დენის ხისმატულინი-მაქსიმ როდშტეინი 0,5:0,5, ევგენი ტომაშევსკი-ლივიუ-დიტერ ნისიპიანუ 1:0, პარიმარჯან ნეგი-ლე ქუანგ ლიემი 0,5:0,5, ფრანცისკო ვალეხო-ივან სოკოლოვი 0:1, კრიშნან სასიკირანი-ბარტოშ სოჩკო 0,5:0,5.

ოთხი ტურის შემდეგ 3,5 ქულით კორობოვი მეწინავეობს. ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით სოკოლოვი, როდშტეინი, ალექსეევი, ტომაშევსკი, ხისმატულინი, ბუ სიანჭი, ბალოგი, მელქუმიანი, ჟიგალკო, გუფტა და საფარლი ჩამორჩებიან. ჯობავას 2, პაიკიძეს კი 0,5 ქულა აქვს.

B ტურნირში ისევ დამარცხდა მერი არაბიძე - ამჯერად მონგოლ ზულზაგა ბიამბაასთან, არადა, ჩვენებური მეტოქეს რეიტინგში 79 პუნქტით უსწრებს.

რაც შეეხებათ ლიდერებს, მორიგი გამარჯვება იზეიმეს თურქმა ემრე ჯანმა და რუსმა სერგეი გრიშჩენკომ, რომლებმაც, შესაბამისად, ვიქტორ მიხალევსკი (ისრაელი) და ვიტალი სივუკი (უკრაინა) დაამარცხეს. ახლა ორივე მოჭადრაკეს 4-4 ქულა აქვს. 2,5-ქულიანთა რვიდან ექვსი ორთაბრძოლა ყაიმით დასრულდა. რუსმა საერთაშორისო ოსტატებმა - პაველ პოტაპოვმა და გრიგორი ოპარინმა შავი ფიგურებით კორე აქშაირაის (ინდოეთი) და მო ჟაის (ჩინეთი) მოუგეს, 3,5-3,5 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებზე გადაინაცვლეს.

11 თებერვალს მე-5 ტურში მერი არაბიძე სტანისლავ ჟელეზნის (რუსეთი) შეხვდება, ხოლო ლიდერები - ჯანი და გრიშჩენკო ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nemso
ბადურმა გარისკა და მხოლოდ მიტომ წააგო,ხოლო ნაზიზე და მერიზე კი თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ--რა მიჰქონდათ,რა მოჰქონდათო
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა