თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის ახალმა მწვრთნელმა გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"დინამოს" აკადემიის უფროსი ასაკის და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ვასილ მაისურაძე "დინამოს" დუბლშემადგენლობის მწვრთნელად დაინიშნა.

ვასილ მაისურაძე 2003 წლიდან, 3 წლის მანძილზე "დინამოში" სელექციონერის ფუნქციებს ასრულებდა, 2006 წლიდან კი აკადემიის მწვრთნელია.

მისმა გუნდებმა თანატოლებში 3-ჯერ მოიგეს საქართველოს ჩემპიონატი. 1994-95 წლებში დაბადებულთა გუნდი კი რომელსაც მაისურაძე ბოლოს თავკაცობდა, ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში 11 ქულით უსწრებს კონკურენტს. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა კი წარმატებით დასძლია ჯგუფური ეტაპი და ახლა ელიტ-რაუნდისთვის ემზადება. გუნდი მარტის ბოლოს თბილისში ევროპის ჩემპიონატის 1 საგზურისთვის, ესპანეთის, ინგლისის და უკრაინის უძლიერეს ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდება.

ვასილ მაისურაძე:"დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის პირველ გუნდში დაწინაურების შედეგად დავინიშნე გუნდის მთავარ მწვრთნელად.

კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ეს დიდი ნდობაა. გათვითცნობიერებული მაქვს რა არის თითოეული ჩვენთაგანისათვის "დინამო".

ცხადია ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ვფიქრობ მზად ვარ ამ პასუხისმგებლობისთვის. დიდი შემართებით ვემზადები სამუშაოდ.

პირველი მატჩი ბენდელას თასის ნახევარფინალში მცხეთაში "ვიტ ჯორჯიასთან" უნდა გვეთამაშა, მაგრამ დიდმა თოვლმა, ამ შეხვედრის გადადება გამოიწვია.

საქართველოს პირველობა დუბლშემადგენლობათა შორის 16 თებერვლიდან განახლდება. ბოლო პერიოდში დუბლებიდან რამდენიმე ფეხბურთელი დაწინაურდა პირველ გუნდში, შესაბამისად ჩვენი გუნდი შევსებას აკადემიიდან მიიღებს. ეს ჩვეულებრივი პროცესია.

სასიამოვნოა, რომ 17-წლამდელთა რიგებში "დინამოს" აკადემიის 5-6 ფეხბურთელი გამოდის. ჩვენი მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავაზარდოთ პირველი გუნდისთვის".

fcdinamo.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა