სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტურში თსუ-მ "ბათუმს" უმასპინძლა და დიდი სხვაობით 95:74 დაამარცხა
ქუთაისში დაწყებული საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტური თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. დღის პირველ მატჩში თსუ-მ "ბათუმს" უმასპინძლა და დიდი სხვაობით 95:74 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უპირატესობით წარიმართ, რომელმაც პირველ ნახევარში 56:43 იმარჯვა.

მატჩის მესამე მეოთხედში თსუ-მ პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და სხვაობაც უფრო სოლიდური გახადა. აღნიშნული მეოთხედის დასრულებამდე 3:36 წუთით ადრე "სტუდენტები" წინ 20 ქულით გავიდნენ - 71:51.

დასკვნით მეოთხე პერიოდის მე-4 წუთზე ანგარიში კვლავ თსუ-ს სასარგებლოდ დაფიქსირდა - 79:64, რომელმაც უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნდა და მატჩი მოგებით დაასრულდა.

თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში 21 ქულით საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე იყო, ხოლო 19 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი ვასილ ბერუაშვილმა შეასრულა. "ბათუმის" შემადგენლობაში ლევან ელიაძე გამოირჩა, რომელმაც "ზღვსპირელებს" 16 ქულა შესძინა, ხოლო ირაკლი მიქელაძეს ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა - 13 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა.

მატჩის დასრულების შემდგომ ტრადიციულად გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც აღნიშნული გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

ნუგზარ ჭეიშვილი:"მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ უამრავი ხარვეზი გვქონდა, რაც მომავალში გამოსასწორებელი გვექნება. საკმაოდ დიდი სხვაობა დაფიქსირდა რასაც არ ველოდით. ეს მატჩი ასეთ სხვაობას ნამდვილად არ იმსახურებდა. აქცენტს გუნდურ თამაშზე და კარგ პასებზე ვაკეთებთ".

მიხეილ კობეშავიძე:"ახალაგაზრდა შემადგენლობით ვთამაშობთ. გამოუცდელი მოთამაშეებით საკმაოდ რთულია ძლიერ გუნდებთან თამაში და შედეგიც სახეზეა. იმედია მომავალში ჩვენი შემადგენლობა გაძლიერდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი ვერ ვიქნებით".

ბექა ჩიკვილაძე:"გამარჯვების მიუხედავად უკმაყოფილო ვარ დაცვაში თამაშით. სამომავლოდ დაცვას ბევრად მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ".

ნიკა რამიშვილი:"მივულოცავ თსუ-ს გუნდს გამარჯვებას და აღვნიშნავ ჩვენს სუსტ თამაშს დაცვაში. ვეცდებით მომავალ მატჩებში უკეთესად ვიასპარეზოთ".

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა