ლეგენდარულმა ნორვეგიელმა ბიატლონისტმა მსოფლიოს თასის ეტაპებზე 93-ე გამარჯვებას მიაღწია
ლეგენდარულმა ნორვეგიელმა ბიატლონისტმა ოლე ეინარ ბიორნდალენმა 93-ე გამარჯვებას მიაღწია მსოფლიოს თასის ეტაპებზე - მან გუშინ, ფინეთის კურორტ კონტიოლაჰტიში გამოდევნებით რბოლაში მოიპოვა გამარჯვება.

ბიორნდალენს ამ სეზონში არც ერთი მოგება არ ჰქონდა. ლეგენდარულ ნორვეგიელს სრიალის ტემპი არ დაუკარგავს და თითქმის ერთ დონეზეა მსოფლიოს თასის ლიდერებთან - სვენდსენთან და ფურკადთან, მაგრამ ოლე ვერ ახერხებს ხარისხიან სროლას.

მაგრამ კონტიოლაჰტიში გამართულ ეტაპზე ყველაფერი წესრიგში იყო. წინა დღეს, სპრინტში მეოთხე ადგილის დაკავების შემდეგ არსებობდა პოდიუმზე ასვლის შანსი (ამ სეზონში ბიორნდალენი მხოლოდ ერთხელ მოხვდა საუკეთესო სამეულში), რაც ოლემ კარგად გამოიყენა.

არადა, პირველი სასროლეთის შემდეგ, სადაც სკანდინავიელმა ორი შეცდომა დაუშვა, თითქოს გამარჯვება არც ამჯერად მოხერხდებოდა. მაგრამ დანარჩენ სამ სასროლეთზე ბიორნდალენმა უშეცდომოდ ისროლა და ბოლო წრეზე 11-წამიანი უპირატესობით გავიდა. ნორვეგიელმა შეძლო ამ ჰანდიკაპის შენარჩუნება და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მეორე იყო მარტინ ფურკადი, რომელმაც გაიმყარა ლიდერობა მსოფლიოს თასის ჩათვლაში, რადგან მისი მთავარი კონკურენტი, ნორვეგიელი ემილ ჰეგლე სვენდსენი მეოთხე ადგილზე გავიდა.

რბოლა გამოდევნებით

1. ოლე ეინარ ბიორნდალენი (ნორვეგია) - 33:43.8 (2); 2. მარტინ ფურკადი (საფრანგეთი) - +13.8 (3); 3. დმიტრი მალიშკო (რუსეთი) - +22.7 (2); 4. ემილ ჰეგლე სვენდსენი (ნორვეგია) - +37.5 (3); 5. ევგენი გარანიჩევი (რუსეთი) - +37.8 (2); 6. კრისტოფ ზუმანი (ავსტრია) - +38.9 (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა