ჩემპიონმა ნავსი გატეხა და ზედიზედ ხუთი ჩემპიონატის შემდეგ, შეძლო პირველ ტურში მოგება, "ოლიმპო" 2:0 დაამარცხა
არგენტინაში ძველებურის სისტემით ალბათ უკანასკნელი ჩემპიონატი დაიწყო - საშემოდგომო ტურნირი, ანუ კლაუსურა.

მოქმედი ჩემპიონი "ბოკა ხუნიორსია". სხვებიდან გამოვარჩევთ: "ველეს სარსფილდს", "ინდეპენდიენტეს", "ესტუდიანტესს", "სან ლორენსოს" და "ლანუსს". ამ გუნდებს ტიტულისთვის ბრძოლის ყველაზე მეტი შანსი აქვთ.

გახსნის მატჩში "ლანუსმა" ქვა-ქვაზე არ დატოვა "სან ლორენსოსგან". უკვე 25 წუთის შემდეგ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მასპინძლები 3:0-ს იგებდნენ.

ჩემპიონატის პირველი გოლი "ლანუსის" ახალწვეულმა დიეგო ბრაგიერიმ გაიტანა, რომელმაც ტრიალში დაარტყა სტუმართა კარში. შემდეგ ესპანეთში ნათამაშებმა მცველმა მათიას ფრიტცლერმა გამოიჩინა თავი, 24-ე წუთზე კი მარიანო პავონემ თავით გაიტანა თავისი პირველი გოლი. მეორე ტაიმში ვეტერანმა დუბლი შეასრულა, აღსანიშნავია დიეგო ვალერის მეორე საგოლე პასი. "ციკლონებმა" მხოლოდ პრესტიჟის გოლი გაიტანეს - ეს კარლოს ბუენომ შეძლო.

ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო, "ბოკამ" დარიო ცვიტანიჩისა და პაბლო მოუჩეს გოლების წყალობით ნავსი გატეხა და ზედიზედ ხუთი ჩემპიონატის შემდეგ, შეძლო პირველ ტურში მოგება, "ოლიმპო" 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე პასი რომან რიკელმეს ანგარიშზეა.

ხერარდო მარტინო "ნიუელს ოლდ ბოისს" დაუბრუნდა, მისი სადებიუტო მატჩი "ესტუდიანტესთან" ფრედ დასრულდა, თუმცა მასპინძლებს გამარჯვება ეკუთვნოდა, მარტინო მსაჯის შეცდომებს უნდა უმადლოდეს, რომ მარცხს გადაურჩა.

"სან მარტინმა" გასტონ კარპარის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა შინ "ინდეპენდიენტე".

ლანუსი-სან ლორენსო 4:1

გოლები: 1:0 ბრაგიერი (10), 2:0 ფრიტცლერი (16), 3:0 პავონე (24), 4:0 პავონე (49), 4:1 ბუენო (59)

გაძევება: ჩილა (78. სან ლორენსო), მესა (90. სან ლორენსო)

ბოკა ხუნიორსი-ოლიმპო 2:0

გოლები: 1:0 ცვიტანიჩი (41), 2:0 მოუჩე (66)

ესტუდიანტესი-ნიუელსი 1:1

გოლები: 1:0 ბოსელი (35-პენ), 1:1 ურუტი (49)

ბელგრანო-ოლ ბოისი 0:0

სან მარტინი-ინდეპენდიენტე 1:0

გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 კაპრარი (61)

გაძევება: დეფედერიკო (90. ინდეპენდიენტე)

ატლეტიკო-ბანფილდი 3:0

გოლები: 1:0 ფისორე (16), 2:0 განდინი (60), 3:0 ? (90)

ველეს სარსფილდი-გოდოი კრუსი გვიან დასრულდა

რასინგი-ტიგრე გვიან დასრულდა

არხენტინოსი-სანტა ფე გვიან დასრულდა

კოლონი-არსენალი დღეს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა