აფრიკის ერთა თასის გათამაშების გამარჯვებული ზამბიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში კოტ დივუარი პენალტების სერიაში დაამარცხა
წლევანდელ ერთა თასზე ისედაც რამდენიმე ფავორიტი არ მონაწილეობდა (ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა), ეკვატორულ გვინეასა და გაბონში მოხვედრილთაგან სამი გამოირჩეოდა, რომელთაც ჩემპიონობისთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ: კოტ დივუარი, განა და სენეგალი. სენეგალი ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა, განის ნაკრები უმედლოდ დარჩა. ფავორიტთა პრესტიჟის დაცვა კი "სპილოებს" მოუწია, თუმცა ამაოდ...

პენალტის ნიშნულთან ზუგდიდის "ბაიასა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჩისამბა ლუნგუ მივიდა და ანგარიში 7:7 გახადა.

აქამდე ყოველი პენალტისტი უშეცდომოდ ურტყავდა, ლუნგუს შემდეგ კი 4 ცდიდან მხოლოდ ერთმა, ზამბიელმა სტოფირა სუნზუმ შეძლო და ზამბია აფრიკის ერთა თასის მფლობელია! კოტდივუარელთაგან პენალტები ვერ გაიტანეს ჟერვინიომ და კოლო ტურემ.

ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი განის ნაკრები მე-3 ადგილსაც ვერ შეწვდა. ჩეიკ დიაბატეს დუბლის წყალობით მალის "არწივებმა" 40-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვეს მედლები. ამ მოგებით მათ ჯგუფურ ეტაპზე მარცხისთვის "შავი ვარსკვლავების" ჯავრი იყარეს. სეიდუ კეიტა "ბარსელონას" ბრინჯაოს მედალ-დამშვენებული დაუბრუნდება.

მე-3 ადგილისთვის

განა-მალი 0:2

გოლები: 0:1 დიაბატე (23), 0:2 დიაბატე (80)

გაძევება: ვორსა (64. განა)

ფინალი

ზამბია-კოტ დივუარი 0:0 (8:7 პენ. სერია)

ზამბია: მვეენე - ნკაუსუ, სუნზუ, ჰიმონდე, მუსონდა (11. მულენგა (74. ფ. კატონგო)) - ლუნგუ, სინკალა, ჩანსა, კალაბა - კ. კატონგო, მაიუკა.

კოტ დივუარი: კოპა - გოსო, კ. ტურე, ბამბა, ტიენე - კალუ (63. გრადელი), ტიოტე, ზოკორა (75. ია კონანი), ჟერვინიო - ი. ტურე (87. ბონი), დროგბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა