ამერიკულ რანჩო მირაჟში ქართულმა წყვილმა ზედიზედ 4 ორთაბრძოლა მოიგო და წყვილთა ტიტული მოიპოვა
სამწუხაროდ, ანა ტატიშვილმა (80) სარეიტინგო ქულების შემატების ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან - მიდლენდის საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია, მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა მე-7 ნომრად განთესილ ბელარუს ოლგა გოვორცოვასთან (97) წააგო - 1:6, 3:6. არადა, გამარჯვების შემთხვევაში ანა 70 ქულას მიიღებდა. ჩვენებურმა 36 სარეიტინგო ქულა მაინც გამოიმუშავა.

ამერიკულ რანჩო მირაჟში (25 ათასი დოლარი) ქართველმა ჩოგბურთელებმა წარუმატებლად იასპარეზეს ერთეულთა თანრიგი, მაგრამ წყვილთა ტიტული ჩვენებურებს დარჩათ - სოფიო შაფათავამ (264) და ეკა გორგოძემ (387) ზედიზედ 4 ორთაბრძოლა მოიგეს და პირველობა არავის დაუთმეს. მათ ჯერ მე-4 ნომრად განთესილი უკრაინელები, ბურიაჩოკი და იანჩუკი დაამარცხეს - 6:1, 6:4. შემდეგ გზიდან იტალიელი ბარიერი და სლოვაკი ლუკნაროვა ჩამოიცილეს - 7:5, 6:3. ნახევარფინალში ქართველებმა ამერიკელებს (ფინკი, ლამპკინი) მოუგეს - 6:1, 6:3.

ფინალში ჩვენებურთა მეტოქე მე-3 ნომრად განთესილი სლოვაკურ-რუსული (ვიენეროვა, სოლოვიევა) დუეტი იყო, სამ სეტში ქართველებმა იმარჯვეს - 6:2, 3:6, 10:6.

ეს ტიტული მეოთხეა 21 წლის გორგოძის კარიერაში და მეშვიდე 23 წლის შაფათავასთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა