უკრაინულ "ოლექსანდრიაში" სინჯებზე მიწვეული 30 წლის ქართველი მცველი გუნდის საკონტროლო მატჩებში აღარ გამოჩენილა
იანვარში ვწერდით, რომ 30 წლის ქართველი მცველი ოთარ ხიზანეიშვილი უკრაინულ "ოლექსანდრიაში" სინჯებზე მიიწვიეს და გუნდს თურქულ შეკრებაზე გაჰყვა. ამ დროს გადაწყდა გუნდის მთავარ მწვრთნელად უკრაინის ნაკრების ყოფილი თავკაცის, ლეონიდ ბურიაკის დანიშვნა.

ბურიაკმა პრემიერლიგის აუტსაიდერის შემადგენლობის გადახალისება დაიწყო და ქართველი აიყვანა - ფეხბურთელის მამამ, დავით ხიზანეიშვილმა გვითხრა, რომ ოთარი გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს აფორმებდა.

გავიდა ერთი თვე, "ოლექსანდრიამ" მოსამზადებელ ეტაპზე რამდენიმე საკონტროლო მატჩი ჩაატარა, მაგრამ ხიზანეიშვილი მოედანზე არ გამოჩენილა.

"ოთარი "ოლექსანდრიას" პირველ მოსამზადებელ ეტაპზე ახლდა. გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ ძალიან კარგად გამოიყურებოდა და გუნდში საუკეთესო იყო.

"ოლექსანდრიას" ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს თავი ისე მოაწონა, მისი იმედი ჰქონდათ და უხაროდათ, ძლიერი მცველი დავიმატეთო. ოთარს კონტრაქტის გაფორმებაც მართლა შესთავაზეს. მაგრამ შეკრებაზე დაშავდა და საკითხი ვერ გადაწყდა. თავად ხიზანეიშვილმა უთხრა, ჯერ ტრავმას მოვირჩენ და მერე დავილაპარაკოთო. როგორც ვიცი, ახლა კიევში მკურნალობს", - გვითხრა "ოლექსანდრიას" ფეხბურთელმა ლევან გულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების, თბილისის "დინამოს", მოსკოვის "სპარტაკის", მოსკოვის "დინამოს", გერმანული "ფრაიბურგისა" და "აუგსბურგის", მახაჩყალის "ანჟის" ყოფილი ფეხბურთელი ოთარ ხიზანეიშვილი გასული წლის ზაფხულიდან ყაზახურ "ვოსტოკში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა