ამ სკოლის აღზრდილ ფეხბურთელებზე პირველადი არჩევანის უფლება ჰოლანდიურ "ვიტესს" აქვს
"საფეხბურთო კლუბი საბურთალო" - ასე ჰქვია იმ ბავშვთა სკოლას, რომელსაც საუკეთესოზე აქვს პრეტენზია. "საბურთალო" მართლაც გამორჩეული სკოლაა, არნემის "ვიტესში" გიორგი ჭანტურია და ვალერი ყაზაიშვილი რომ თამაშობენ, სწორედ ამ სკოლის აღზრდილები არიან.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ორი ფეხბურთელით არ ფასდება "საბურთალოს" საქმიანობა, მთავარი ალბათ ის უნდა იყოს, რომ "საბურთალო" მზარდ ორგანზაციას ჰგავს.

ამ სკოლაში ახლა დაახლოებით 500 მოზარდი დადის, თვეში გადასახდელი 60 ლარია, მაგრამ ყველასთვის არა. თუ ზოგ სკოლაში გამორჩეულად ნიჭიერებს ან ხელმოკლე ოჯახიდან გამოსულ ბავშვებს უწევენ შეღავათს, "საბურთალომ" სხვა პრინციპი აირჩია - სწავლის საფასურს არ იხდიან ის მოზარდები, რომელთა ასაკი 12 წელს აღემატება.

"საბურთალო" ასეთებთან კონტრაქტს აფორმებს, ანუ ხელშეკრულების ერთი მხარეა კლუბი, მეორე კი მშობელი და მისი შვილი, 18-წლამდე ფეხბურთელთან ასეთი კონტარქტი კეთდება. ამ ხელშეკრულების თანახმად მოზარდს ხელფასი ენიშნება.

ცხადია, აქ გათვლა კეთდება ახალგაზრდა ფეხბურთელების ექსპორტზე. ქართული საფეხბურთო ბაზარი უწინდელთან შედარებით მოღონიერებულია და ჩვენი მოწინავე კლუბები ნიჭიერ ბავშვებში ფულის გადახდას არ ერიდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ აღარაა აუცილებელი საფეხბურთო სკოლამ მაინცდამაინც უცხოურ კლუბში გაასხვისოს თავისი აღზრდილი ფეხბურთელი, ფულის შოვნა ქართულ ბაზარზეც გახდა შესაძლებელი.

"საბურთალოს" დირექტორი კახა ჭუმბურიძეა. ის გამოცდილი საფეხბურთო მენეჯერია, როცა "დინამო თბილისის" მმართველი დირექტორი დავით პეტრიაშვილი იყო, ჭუმბურიძე მაშინ "დინამოს" სპორტული დირექტორი გახლდათ.

"საბურთალოს" ორი დისლოკაცია აქვს - იოსებიძის ქუჩაზე მდებარე 161-ე საჯარო სკოლა და სამედიცინო ინსტიტუტი. იოსებიძეზე "საბურთალოს" განკარგულებაშია ოთხი არასტანდარტული მოედანი, სამედიცინო ინსტიტუტის ტერიტორიაზე კი ერთი სტანდარტული მოედანი ახალდაგებული ხელოვნური საფარით, ერთი მცირე მოედანი და კიდევ ერთი სპეციფიური მოედანი, სადაც დამონტაჟებულია კედელი ტექნიკაზე სავარჯიშოდ. ორივე ტერიტორია "საბურთალოს" იჯარით აქვს აღებული.

სამედიცინო ინსტიტუტის ტერიტორიაზე დაგებულ სტანადარტული ზომის მოედანს 500 კაციანი ტრიბუნაც აქვს. როგორც ჭუმბურიძემ გვითხრა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იყვნენ მისულები ამ არენაზე და რეკომენდაციებიც მისცეს "საბურთალოს" ხელმძღვანელობას - სტადიონს "ბენდელა" დაარქვეს აფხაზეთში დაღუპული ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის საპტივსაცემოდ და ამ არენაზე ცხინვალის "სპარტაკი" გამართავს საშინაო მატჩებს მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპზე.

"სამედიცინო ინსტიტუტის ტერიტორიაზე მდებარე მოედნებისთვის გვაქვს კომფორტული გასახდელი ცხელი წყლითა და გათბობით, აქ 12 წლის და უფროსი ასაკის ფეხბურთელები ვარჯიშობენ. იქვე გვაქვს სამედიცინო ცენტრიც. "ბენდელას" განათება 250 ლუქსია და ვფიქრობთ იმაზე, რომ 500-მდე გავზარდოთ - ასეთ შემთხვევაში ამ სტადიონიდან პირდაპირი ტელეტრანსლაციის საშუალება შეიქმნება. ამ მოედნით აგრეთვე სარგებლობენ "მეტალურგი", "ზესტაფონი", "გაგრა" და "ტორპედო" - გვითხრა ჭუმბურიძემ.

"საბურთალოს" ჯერ არ აქვს გაფორმებული მემორანდუმი რომელიმე საფეხბურთო კლუბთან, თუმცა ჭუმბურიძემ გვამცნო, რომ "ვიტესს" აქვს პირველადი არჩევანის უფლება ამ სკოლის აღზრდილ ფეხბურთელებზე.

"ჩვენი სკოლიდან გამოსული ფეხბურთელები თამაშობენ უმაღლესი ლიგის სხვადასხვა გუნდებში, მაგალითად, მამუკა კობახიძე და როსტომ გეწაძე "ზესტაფონში", "დინამოს" დუბლებში კი ჩვენი სკოლიდან გადასული ცხრა ფეხბურთელია" - გვითხრა ჭუმბურიძემ.

"საბურთალო" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების საბაზო გუნდიც კი იყო, როცა იმ ნაკრებს(1993 წელს დაბადებულები) გიორგი დევდარიანი წვრთნიდა. "დინამოს" დუბლშემადგენლობის ბირთვსაც ეს მოთამაშეები წარმოადგენენ.

ალბათ ყველას აინტერესებს, თუ რა შეთანხმების საფუძველზე გაასხვისა "საბურთალომ" ჭანტურია და ყაზაიშვილი?

"ჰოლანდიურმა კლუბმა ორივე ფეხბურთელში საკომპენსაციო თანხა გადაგვიხადა. თუ ყაზაიშვილი "ვიტესიდან" სხვა კლუბში გაიყიდება, "საბურთალო" სატრანსფერო თანხის 25 პროცენტს მიიღებს. "ვიტესიდან" ჭანტურიას სხვა გუნდში გადასვლის შემთხვევაშიც, "საბურთალო" გარკვეულ სარგებელს ნახავს", - გვიპასუხა ჭუმბურიძემ.

"საბურთალოს" მთავარი მწვრთნელია თემურ შალამბერიძე. სულ კლუბში 30 სპეციალისტია დასაქმებული. თემურ ფოცხვერია, გიორგი მიქაძე, ნოდარ ჭელიძე... საფეხბურთო სამყაროში მათ კარგად იცნობენ.

ჭუმბურიძემ განგვიმარტა, მწვრთნელები საკუთარ საქმიანობაში შეზღუდულები არ არიან, თუმცა ერთიანი ხელწერის შექმნა გვსურს, ქართული სათამაშო სტილის ევროპულთან შერწყმა და ბავშვთა აღზრდის პროცესი რომ ვაკონტროლოთ, ამიტომაც შევქმენით კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაო.

"საბურთალო" რეგიონებიდანაც ცდილობს ნიჭიერი ბავშვების სელექციას და ამ დროისთვის ასეთი ათი მოზარდი ჰყავს, მათთვის ბინის ქირას კლუბი იხდის.

"ვფიქრობ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ საქართველოში არსებული ბავშვთა სკოლებიდან დღესდღებით საუკეთესო პირობები "საბურთალოს" აქვს. ჩვენი სკოლა მართლაც ყველასგან განსხვავებულია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვინდა, რომ ორი წლის შემდეგ უკვე პირველ ლიგაში გვყავდეს გუნდი და მერე უმაღლეს ლიგაზეც დავფიქრდებით", - ასეთია "საბურთალოს" ამბიციები და გეგმები.

ჭუმბურიძემ ისიც გვითხრა, რომ "საბურთალოს" უკვე აქვს სპონსორული შემოსავლებიც. სპონსორების ლოგოები უკვე არის "ბენდელას" სტადიონის ბანერზე.

ერთი სიტყვით, "საბურთალოს" კარგი პირი უჩანს. კლუბის დამფუძნებელი "იბერია ბიზნეს ჯგუფია" (პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი). დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს - გამოუჩნდება თუ არა "საბურთალოს" ახალი ჭანტურია და ყაზაიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გურამი
მოგესალმებით.2018 იანებს ვინ ავარჯიშებს და რა დღეები აქვთ? მადლობა
nati
მოგესალმებიტ მაინტერესებს ორიატას სამ წლიანებს თუ აიყვანტ
გიორგი ბუჯიაშვილი
გამარჯობა 2008_ნებს იღებთ
გიორგი
გამარჯობა მაინტერესებს 95 ტიანებს თუ იღებთ
Gocha
2010 ianebs igebt
Veriko Saralidze
რატომ არ შეიძლება რომ ფეხბურთზე გოგოებმაც იარონ?
nika yifiani
გადმოვდივარ დგესვე ადგილი არის ???
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო