გურულები სომხურ "ულისეს" ურეკში ამხანაგურად გაეჯიბრნენ და უგოლო ფრეს დასჯერდნენ
12 თებერვალს, ლანჩხუთის "გურიამ" მორიგი ტესტ-მატჩი გამართა - ურეკში ჩვენებურები სომხურ "ულისეს" 0:0 დაუზავდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უცხოელებმა ორივე ტაიმი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშეს, თუმცა გურულთა წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხეს.

გიგლა იმნაძის შეგირდებმა უკვე 7 ტესტ-მატჩი გამართეს და არც ერთში დამარცხებულან: 4 თამაში მოიგეს (გრიგოლეთში ფოთის "კოლხეთთან" - 2:0, ზუგდიდში "ბაიასთან" - 2:1, ოზურგეთსა და ურეკში "მერცხალთან" - 4:1 და 2:0) და 3 შეხვედრა დაასრულეს ფრედ - "ულისეს" გარდა ლანჩხუთელები ურეკში "მერცხალსა" და ბათუმის "დინამოს" დაუზავდნენ (ორივეჯერ 1:1).

რაც შეეხება შემადგენლობას, ბოლო დღეებში "გურიამ" ორი მობურთალი დაიმატა - ერეკლე კილაძე და მირზა მერლანი. პირველი გასულ სეზონში ძმასთან, ნიკა კილაძესთან ერთად ფინეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა, ხოლო მერლანმა გორის "დილა" მას შემდეგ დატოვა, რაც ქართლელებმა ხორვატი მეკარე დაიმატეს. კლუბის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ გამოცდილი მეკარე "გურიის" ღირსებას დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ "გურიამ" საუმაღლესლიგო პლეი-ოფში თამაშის უფლება ვადამდე გაინაღდა და კლუბის მიზანს ელიტლიგაში გადასვლა წარმოადგენს. სულ მალე დაიწყება "გურიის" სტადიონის სარეაბილიტაციო პროექტი, რის შესახებაც მორიგი განცხადება გასული კვირის ბოლოს უკვე გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მანამდე აღნიშნული ინიციატივით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი გამოვიდა, რომელსაც თავის მხრივ, გურიის აღორძინების ფონდის ხელმძღვანელობა ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ დაავალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა