გამოცდილმა სპეციალისტმა სანაკრებო გეგმებზე საჯაროდ მსჯელობა დაიწყო
ორიოდე დღის წინ, როცა ჰარი რედნაპზე, როგორც ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის უმთავრეს კანდიდატზე, ლაპარაკი დაიწყეს, 64 წლის სპეციალისტი ამგვარ პერსპექტივას საერთოდ გამორიცხავდა და ამბობდა, "ტოტენჰემში" იმდენი საქმე მაქვს, ნაკრებზე საფიქრალად არ მცალიაო.

მას შემდეგ კი რედნაპის ტონი არათუ შეიცვალა, გამოცდილმა სპეციალისტმა სანაკრებო გეგმებზეც კი დაიწყო საჯაროდ მსჯელობა. "მოდი, გულწრფელად ვთქვათ, პოლ სქოულზის ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების შემადგენლობაში ნახვა ყველას სურს. მას თავის გუნდში ალბათ ყველა შეიყვანდა. პოლი ისევე ეფექტურად თამაშობს, როგორც ესპანელები ჩავი და ინიესტა. ის ბურთს პრაქტიკულად არ კარგავს. რაც შეეხება კაპიტანს, ამ თანამდებობაზე რამდენიმე კარგ კანდიდატს ვხედავ, მაგალითად ჯერარდს, ვფიქრობ, ამ როლში სკოტიც (პარკერი) არ დაიკარგებოდა," - განაცხადა რედნაპმა.

როგორც ჩანს, მხარეთა შორის შეთანხმება შედგა და საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ მისტერ ჰარი ინგლისის ნაკრებს მართლა ჩაუდგება სათავეში.

"ტოტენჰემს" ბოლო მატჩი პრემიერლიგაში 12 მაისს "ფულჰემთან" უწევს. ამრიგად, რედნაპს ეროვნული გუნდის მოსამზადებლად მხოლოდ თვეზე ცოტა ნაკლები რჩება. კუნძულელებს ხომ პირველი თამაში ევროპის პირველობაზე 11 ივნისს საფრანგეთის ნაკრებთან ელით.

საკლუბო სეზონის დასრულებამდე "ლომებს" მხოლოდ ერთი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი - 29 თებერვალს ჰოლანდიის წინააღმდეგ. აღნიშნული შეხვედრისთვის გუნდის მომზადება სტიუარტ პირსს 8 თებერვალს, კაპელოს გადადგომისთანავე მიანდეს. ამრიგად, 13 მაისამდე ინგლისელთა დროებით თავკაცად სწორედ პირსი დარჩება, რის შემდეგაც მის ადგილს რედნაპი გადაიბარებს.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ინგლისელებს მისი ხელმძღვანელობით ორი მატჩი ექნებათ ჩასატარებელი, ნორვეგიასა და ბელგიასთან. სასურველ ფეხბურთელებს მწვრთნელი სწორედ ამ მატჩებში დააკვირდება.

"ტოტენჰემი", თავის მხრივ, არ აპირებს ჰარი რედნაპს რამე პირადი პრობლემა შეუქმნას ახალ სამსახურთან დაკავშირებით, მაგრამ კვალიფიციური მწვრთნელის დაკარგვასთან შეგუებას ასე იოლად მაინც არ გეგმავს.

საფეხბურთო ასოციაციისგან კომპენსაციის სახით "დეზები" 10 მილიონ ფუნტს მიიღებენო, წერს "ტელეგრაფი".

როგორც სოციალურ ქსელებში დაიწერა, "ტოტენჰემის" პრეზიდენტ დენიელ ლევის უკვე ჰყავს რამდენიმე კანდიდატურა, რომელთაც ის გუნდის მთავარ მწვრთნელობას შესთავაზებს. მათ შორის არიან დევიდ მოიესი, დიდიე დეშამი და იურგენ კლინსმანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს