წარმოგიდგენთ ამ კვირას გასამართი ტურნირების პრევიუს

WTA

Qatar Ladies Open

დოჰა (კატარი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 170 000 დოლარი

მონაწილეები: ვიქტორია აზარენკა, კაროლინ ვოზნიაცკი, სამანტა სტოსური, აგნიეშკა რადვანსკა, მარიონ ბარტოლი, ვერა ზვონარევა...

წელს, დოჰას ტურნირზე სერიოზული შემადგენლობა იკრიბება, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების გამო კატარის დედაქალაქში ვერ ჩადიან პეტრა კვიტოვა და ანდრეა პეტკოვიჩი. საერთო ჯამში, აქ ვხედავთ რეიტინგის ტოპ-ოცეულის 15 ჩოგბურთელს. პირველ რვა ნომრად განთესილები ტურნირს მეორე წრიდან დაიწყებენ.

გასულ წლის ფინალში ვერა ზვონარევამ კაროლინ ვოზნიაცკი დაამარცხა - 6:4, 6:4, თუმცა ამ მომენტისთვის რუსი არ არის ოპტიმალურ ფორმაში. სიდნეის ტურნირზე ის პირველივე წრეში დამარცხდა, ტაილანდში კი ოდნავ უკეთ გამოვიდა, მაგრამ სორანა კირსტეასთან მეოთხედფინალი ვერ დაასრულა.

დოჰას ტურნირი პორველია, რომელშიც პირველად ითამაშებს რეიტინგის ლიდერის რანგში ვიქტორია აზარენკა. ბელარუსისთვის მიმდინარე სეზონი საუკეთესო უნდა იყოს კარიერაში. მან უკვე მოასწრო სიდნეის ტურნირისა და ავსტრალიის ღია პირველობის მოგება.

წელს მის ანგარიშზეა მოგებები იანკოვიჩის, ბარტოლის, რადვანსკას, ნა ლის, კლაისტერსისა და შარაპოვას წინააღმდეგ.

დოჰაში ვიხილავთ აწ უკვე ყოფილ პირველ ჩოგანს კაროლინ ვოზნიაცკის. ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩავარდნის შემდეგ დანიელი გამოემშვიდობა თავის მწვრთნელს და ახლა ხმამაღლა აცხადებს, რომ სხვის დაუხმარებლად შეუძლია წარმატების მოპოვება.

შეუძლია ფავორიტებს პრობლემები შეუქმნას აგნიეშკა რადვანსკას, რომელმაც ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან წააგო. ამის შემდეგ პოლონელმა ფედერაციის თასზე ორივე მატჩი მოიგო, მაგრამ ამან მის გუნდს წინსვლაში ვერ უშველა.

XX Copa BBVA Colsanitas

ბოგოტა (კოლუმბია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეები: მარინა ერაკოვიჩი, ელენა დოკიჩი, რომინა ოპრანდი, ხისელა დულკო, ალექსანდრა დულგერუ...

ბოგოტას ტურნირის მოქმედი ჩემპიონია ლურდეს დომინგეს ლინო. ესპანელი კოლუმბიაში ტიტულის დასაცავად ჩავიდა. პირველ ნომრად კი მარინა ერაკოვიჩია განთესილი, თუმცა ის წელს კარგი თამაშით ვერ დაიკვეხნის: ორი ტურნირის (ოკლენდი, ჰობარტი) პირველ წრეში გამოვარდა, ავსტრალიის ღიაზე კი მეორე წრეში წააგო კრისტინა მაკჰეილთან.

ATP

SAP Open

სან ხოსე (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 600 000 დოლარი

მონაწილეები: გაელ მონფილსი, ენდი როდიკი, მილოშ რაონიჩი, კევინ ანდერსონი, რადეკ შტეპანეკი, სემ კუერი...

განთესვის პირველი ნომერია გაელ მონფილსი, რომელიც შარშან ნახევარფინალისტი იყო. წელს ფრანგმა ერთი ტურნირის ფინალში მოასწრო თამაში - მონპელიეში გადამწყვეტი მატჩი წააგო ტომაშ ბერდიხთან.

ბოლოდროინდელი ტრავმების გამო რთულია მონფილისის სათამაშო ფორმის წინასწარმეტყველება. იგივე ითქმის ამერიკელ ენდი როდიკზე, ვისაც სან ხოსეში სამჯერ გაუმარჯვია.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონია მილოშ რაონიჩი. სწორედ აქ მოიპოვა მან კარიერაში პირველი ტიტული, როცა ფინალში ფერნანდო ვერდასკო დაამარცხა.

ABN AMRO World Tennis

როტერდამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 500 000 ევრო

მონაწილეები: როჯერ ფედერერი, ტომაშ ბერდიხი, ხუან მარტინ დელ პოტრო, ალექსანდრ დოლგოპოლოვი, რიშარ გასკე...

მოქმედი ჩემპიონი წელს როტერდამში არ ითამაშებს - რობინ სიოდერლინგი კვლავაც მონონუკლეოზის დაავადებას მკურნალობს.

ტრიუმფალური 2005 წლის შემდეგ, აქ პირველად ვიხილავთ ლეგენდარულ როჯერ ფედერერს. შვეიცარიელი მეშვიდედ ცდის აქ ბედს და კარიერაში 71-ე ტიტულს უმიზნებს.

ასევე მეშვიდედ ითამაშებს როტერდამში ტომაშ ბერდიხი, რომელმაც კარგად დაიწყო ეს სეზონი: ავსტრალიის ღიაზე მეოთხედფინალამდე მიაღწია და მონპელიეში მთავარი პრიზი მოიპოვა.

დებიუტანტის რანგში ჩავიდა ჰოლანდიაში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო.

Brasil Open

სან პაულუ (ბრაზილია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 475 000 დოლარი

მონაწილეები: ჟილ სიმონი, ფერნანდო ვერდასკო, ხუან იგნასიო ჩელა, ტომი რობრედო, დავიდ ნალბანდიანი...

ეს არის არგენტინელი ხუან იგნასიო ჩელას საყვარელი ტურნირი - არგენტინელი აქ მერვედ ითამაშებს, თუმცა ნახევარფინალზე შორს არასოდეს წასულა.

ადგილობრივი პუბლიკის მთავარი იმედია ტომაშ ბელუჩი, რომელიც 2009 წელს იყო ფინალში, მაგრამ წააგო ტომი რობრედოსთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა