სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის გათამაშება ანდორასა და რუსეთში გაგრძელდა
სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის გათამაშება ანდორასა და რუსეთში გაგრძელდა.

ქალები კურორტ სოლდეუ-გრანდვალირაში შეიკრიბნენ. აქ ქულათა მარაგის შევსების ნაკლები იმედი ჰქონდა მსოფლიოს თასის მფლობელ ლინდსი ვონს, რადგან ანდორაში არაჩქაროსნულ დისციპლინებში თამაშდებოდა პირველობა.

მართლაც, შაბათს ამერიკელმა ვერ დაასრულა სლალომის დისციპლინა, კვირას კი, გიგანტურ სლალომში მერვე ადგილი დაიკავა. ამან მის კონკურენტებს საერთო ჩათვლაში ჩამორჩენის ოდნავ შემცირების საშუალება მისცა.

გიგანტური სლალომი 22 წლის ფრანგმა ტესა ვორლიმ მოიგო. მან ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა ამ დისციპლინაში, სულ კი კარიერაში მსოფლიოს თასზე შვიდი მოგება დაუგროვდა.

ვორლიმ პირველი ცდის შემდეგ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. მეორე ცდაზე ის ლიდერის რანგში ბოლო ეშვებოდა. ამიტომაც არ გარისკა, კარგად გააკონტროლა თავისი დრო და საბოლოოდ, 16 მეასედი წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ ტინა მაზეს.

ეს უკანასკნელი გენერალურ კლასიფიკაციაში ვონის უახლოესი მდევარია და ანდორას ეტაპის შემდეგ 400 ქულამდე დაიყვანა ამერიკელთან ჩამორჩენა. სლოვენიელი პოდიუმის მეორე საფეხურზე ბრწყინვალე მეორე ცდის წყალობით ავიდა - მაზეს მეორე დაშვებისას საუკეთესო დრო ჰქონდა.

პოდიუმის მესამე საფეხურზე მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი - გერმანელი მარია რიში ვიხილეთ. თუმცა ის ძალიან ბევრს - 500 ქულაზე მეტს აგებს საერთო ჩათვლაში ლინდსი ვონთან და სავარაუდოდ, წელს უნდა გამოეთხოვოს ტიტულს.

მამაკაცებმა ზამთრის მომავალი ოლიმპიადის მასპინძლის - სოჭის ოლიმპიური ტრასა გამოსცადეს. აქ ისტორიაში პირველად გაიმართა მსოფლიოს თასის ეტაპი.

ბევრისთვის სოჭის ეტაპი საკმაოდ რთული აღმოჩნდა და მოთხილამურეების გარკვეულმა ნაწილმა უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, მომავლისთვის ტრასის გადაკეთება მოითხოვა.

სოჭში პირველობა გათამაშდა სუპერკომბინაციაში. ეს იყო ამ სეზონში აღნიშნულ დისციპლინაში ბოლო სტარტი და შესაბამისად, მცირე ბროლის გლობუსის მფლობელი ირკვეოდა.

პრეტენდენტი ორი იყო - ხორვატი ივიცა კოსტელიჩი და შვეიცარიელი ბიტ ფოიზი. როგორც მოსალოდნელი იყო, ეტაპზე პირველობა სწორედ ამ მოთხილამურეებმა გაითამაშეს.

სუპერკომბინაციის პირველ სახეობაში - სწრაფდაშვებაში ფოიზმა წამნახევარზე მეტი მოუგო ხორვატს, მაგრამ წინ იყო სლალომი, სადაც ხორვატს წელს ბადალი არ ჰყავს.

კოსტელიჩმა არამარტო გააბათილა სწრაფდაშვებაში წაგებული დრო, არამედ საერთო ჯამში წამი და 16 მეასედით აჯობა შვეიცარიელს.

ივიცამ მოიგო ეტაპი და მასთან ერთად მსოფლიოს თასი სუპერკომბინაციაში. კოსტელიჩი გენერალურ კლასიფიკაციასაც ლიდერობს, სადაც 70 ქულით უგებს იმავე ფოიზს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა