<p>საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები დღეს შანხაიში, მსოფლიოს თასის დასკვნით ეტაპზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. გუშინ ჩვენმა მანდილოსნებმა - ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე - სასიამოვნოდ გაგვაოცეს...</p><p><br> საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები დღეს შანხაიში, მსოფლიოს თასის დასკვნით ეტაპზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. გუშინ ჩვენმა მანდილოსნებმა - ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე - სასიამოვნოდ გაგვაოცეს, როცა ამერიკელებსა და რუსებს ერთმანეთის მიყოლებით მოუგეს. მათ პლეი ოფი ამერიკელებთან შეხვედრით დაიწყეს, მათთან მოგება კი სულაც არ იყო შეუძლებელი და აკი გააწბილეს კიდეც ხათუნა ლორიგის (ქვრივიშვილი) თანაგუნდელები - 216:211 მოუგეს. ამერიკელებზე გაცილებით ძლიერი იყო მომდევნო მეტოქე - რუსეთის ნაკრები. მართალია, საკვალიფიკაციოში ამერიკელები მესამეზე გავიდნენ, რუსები - 14-ზე, მაგრამ ტიტულებითაც და სადღეისო მდგომარეობითაც ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს ბევრად ძლიერი გუნდი ჰყავთ. თუმცა ჩვენებმა ეს დაბრკოლებაც იოლად გადალახეს - 195:190 იმარჯვეს. ამით ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მართლაც უძლეველ ბარიერს - ჩინეთის ნაკრებს გადააწყდნენ. მასპინძლებს ტურნირზე აბსოლუტურად გადახალისებული ნაკრები წარადგინეს და პირად პირველობაში მწარე მარცხიც იწვნიეს, ამის კომპენსაციას კი გუნდურში შეეცდებიან. ერთი სიტყვით, ჩვენებს მოგებაზე დაგეშილ ჩინელებთან მოუწიათ ორთაბრძოლა და ვერაფერს გახდნენ - 213:202 მეტოქის სასარგებლოდ. თამაზ ფუტკარაძის შეგირდები ბრინჯაოსთვის ტაივანის საკმაოდ ძლიერ გუნდს შეხვდებიან, რომელმაც ნახევარფინალი კორეასთან დათმო - 212:223. დაგვეთანხმებით, ფრიად საინტერესო იქნება ფინალური პაექრობაც მუდმივ მეტოქეებს - ჩინელებსა და კორეელებს შორის.</p>
მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს