შაბათს სპორტკომპლექსმა "არენა" სამბისტთა საქართველოს პირველობას უმასპინძლა, რომელიც უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა
შაბათს სპორტკომპლექსმა "არენა" სამბისტთა საქართველოს პირველობას უმასპინძლა, რომელიც უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა.

ტურნირში 200-მდე მოჭიდავე გამოდიოდა, რაც უსაშველოდ დიდი რიცხვი არაა, მაგრამ რატომღაც ფედერაციამ შარშანდელის მსგავსად ახლაც ერთ დღეში მოინდომა ჩემპიონატის ჩატარება. ამას კიდევ ეშველებოდა, მაგრამ დარბაზშიც ორი ლეიბი გაშალეს და გაჭიანურების მიზეზი ესეც გახდა. შეჯიბრება დილით 10 საათზე კი დაიწყო, მაგრამ 24 საათისთვის დასრულდა. მძიმე წონაში შეხვედრები დაახლოებით 20 საათისთვის დაიწყო.

შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად ნაკრების ყველა ლიდერს არ უჭიდავია. ტრადიციულად, კვლავაც დიდი იყო ძიუდოისტთა წილი და ბევრი მათგანი ჩემპიონიც გახდა.

ტურნირზე კვლავ ვიხილეთ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მირიან პავლიაშვილი, რომელმაც ისევ გადაიფიქრა სპორტიდან წასვლა, თუმცა ამჯერად ჩვეული 100 კილოგრამის ნაცვლად მძიმე წონაში გამოვიდა და ჩემპიონიც გახდა. ამით საკუთარი რაიონის - მცხეთის გუნდს საერთო გუნდურ წარმატებაშიც შეეწია. მათ ყველაზე მეტი ოქრო - 3 მოიპოვეს, დანარჩენი 6 კი ქუთაისის, ახმეტის, თელავის, ქარელის, ახალციხისა და გორის გუნდებმა გაინაწილეს.

ეს შეჯიბრება მაისში მოსკოვში გასამართი ევროპის ჩემპიონატზე იყო ორიენტირებული, თუმცა ჩვენებს მანამდეც ექნებათ შესარჩევი შეჯიბრებები. უახლოესი 22-24 თებერვალს მინსკში გასამართი "პრეზიდენტის თასია", სადაც სრული გუნდით ვიასპარეზებთ, თუმცა მწვრთნელებს ჯერ საბოლოო შემადგენლობა არ დაუსახელებიათ.

კვარცხლბეკი.

52 კგ. 1. გენადი ჩირგაძე (ქუთაისი), 2. დიმიტრი მუმლაძე, 3. თამაზ ნოზაძე (ორივე - ხაშური), სანდრო ხუციანიძე (თბილისი).

57 კგ. 1. ვახტანგ ჩიდრაშვილი (თელავი), 2. ილია ტყეშელაშვილი (ქუთაისი), 3. ჯონდო მარიდაშვილი (თბილისი), გიორგი ნასყიდაშვილი (ზესტაფონი).

62 კგ. 1. შმაგი ლაგაზაური (ახმეტა), 2. ბექა ბუცხრიკიძე (ფოთი), 3. გიგა ბერიაშვილი (კასპი), ლაშა გიუნაშვილი (ქარელი).

68 კგ. 1. ლევან ნახუცრიშვილი (მცხეთა), 2. ვასილ ბერუაშვილი (რუსთავი), 3. ბექა იმერლიშვილი (გარდაბანი), ვანიკო თოთლაძე (გორი).

74 კგ. 1. გიორგი გასიტაშვილი (ქარელი), 2. ბექა ბერულავა (თბილისი), 3. გიორგი პაპუნაშვილი (გორი), ბექა ბერიაშვილი (კასპი).

82 კგ. 1. გიორგი ბაინდურაშვილი (მცხეთა), 2. ნიკო კუცია (ფოთი), 3. დავით კარბელაშვილი (გორი), ზაზა დავაძე (მარნეული).

90 კგ. 1. პაატა ღვინიაშვილი (გორი), 2. გიორგი იაძე (კასპი), 3. გიორგი ეპიტაშვილი (გარდაბანი), გიორგი ცოციაშვილი (მცხეთა).

100 კგ. 1. ბექა ბერძენიშვილი (ახალციხე), 2. გიორგი ქავტარაძე (თბილისი), 3. ილია მაჭავარიანი (გორი), მიხეილ ნარიმანიძე (დედოფლისწყარო).

+100 კგ. 1. მირიან პავლიაშვილი (მცხეთა), 2. ონისე ბუღაძე (საჩხერე), 3. სლავა რეზესიძე (დმანისი), მირიან გონჯილაშვილი (ახმეტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა