"სპორტინგის" ოფიციალური გვერდის ცნობით, კლემენტესთან კონტრაქტი 30 ივნისამდე გაფორმდა
ახლახან ვწერდით, რომ ხიხონის "სპორტინგმა" მანოლო პრესიადოს დროებით შემცვლელ ინიაკი ტეხადას სეზონის ბოლომდე გაუფორმა ხელშეკრულება.

კლუბში კმაყოფილები იყვნენ ტეხადას სადებიუტო მატჩით, მაგრამ უკვე შემდგომი შეხვედრა, რომელიც "სპორტინგმა" 0:4 წააგო "ვალენსიასთან", მისი გადაყენების საფუძველი გახდა - ტეხადა მე-9 მწვრთნელია ლა ლიგაში (მიგელ ანხელ ნადალს არ ვთვლით), რომელმაც ამ სეზონში სამსახური დაკარგა.

"სპორტინგის" 46 წლის ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც კლუბში ჯერ აგრონომად დაასაქმეს და რამდენიმე წელიწადში მთავარი მწვრთნელი გახდა, მთლად უმუშევარიც არ დარჩება, კლუბის სტრუქტურაში ისევ დაასაქმებენ. აი, ასტურიელთა ახალი თავკაცი კი საქვეყნოდ ცნობილი სპეციალისტია - 61 წლის ხავიერ კლემენტე. ბასკი სპეციალისტი, რომელიც განსაკუთრებული "მყრალი" ენით არის ცნობილი (ყველას და ყველაფერს აკრიტიკებს ირგვლივ, თავი კი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად მიაჩნია), 1992-1998 წლებში ესპანეთის ნაკრების თავკაცი იყო. ბოლოს კი კამერუნის ნაკრებს წვრთნიდა.

"სპორტინგის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლემენტესთან კონტრაქტი 30 ივნისამდე გაფორმდა. მისი პრეზენტაცია კი გუშინ შედგა.

ხავიერ კლემენტეს ყველაზე დიდი წარმატება მისი ბილბაოს "ატლეტიკში" მუშაობის დროინდელია - 28-29 წლის წინათ მან ბასკური გუნდი ორჯერ გახადა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ თასი მოაგებინა და ერთხელ სუპერთასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა