"რეალში" კარგად ახსოვთ, 2009 წლის ფინალი, როცა "ბილბაოს" და "ბარსელონას" გულშემატკივრებმა ესპანეთის ჰიმნს უსტვინეს
ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ორშაბათს უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელი სტადიონი უმასპინძლებს ქვეყნის თასის ფინალს.

შეთანხმება ვერ შედგა - ორივე ფინალისტი, "ბილბაო" და "ბარსელონა" დაჟინებით ითხოვდნენ ფინალი მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართოს.

ლოგიკურად ასეც უნდა იყოს - სტადიონი ყველაზე დიდია ნეიტრალურთაგან, არც მანძილშია უზარმაზარი სხვაობა. არც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაა წინააღმდეგი, მაგრამ ის ვერ ავალდებულებს "რეალს" უმასპინძლოს თასის ფინალს, რადგან სტადიონი კლუბის საკუთრებაშია.

ამიტომ, სათადარიგო ვარიანტად ვალენსიური "მესტალია" ისევ რჩება და დიდი შანსია, ფინალიც იქ გაიმართოს. ფინალისტებმა 10 დღის ვადა მისცეს ფედერაციას სიტუაციის დასარეგულირებლად.

"რეალში" კარგად ახსოვთ, 2009 წლის ფინალი, როცა ესპანეთის ჰიმნს უსტვინეს "ბილბაოს" და "ბარსელონას" გულშემატკივრებმა, ბასკებმა და კატალონიელებმა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ასეთი რამის დაშვება კიდევ ერთხელ მათ აღარ სურთ. სხვათა შორის, "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა გუტიმ გაიხსენა, რომ ასევე მოიქცა "ბარსელონა", როცა 2004 წლის ფინალი არ გაამართინა ფედერაციას "კამპ ნოუზე", რადგან ფინალში "რეალი" იყო გასული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა