გაცხადდა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც "დიდ პრიზზე" იჭიდავებს
გაცხადდა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც მომავალ უქმეებზე დიუსელდორფში "დიდ პრიზზე" იჭიდავებს: ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (90), ლომერ ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100).

ეს შემადგენლობაც გარკვეულ კითხვებს იწვევს. უპირველესად ის გაგვიკვირდა, რომ გუნდში ვერც ამჯერად მოხვდნენ საქართველოს ჩემპიონი ირაკლი ქობლიანიძე (100), ვიცე-ჩემპიონები - ზურაბ ნოზაძე (73) და გიორგი ბაინდურაშვილი (81)... ასევე გაგვაოცა იმან, რომ უკვე მერამდენე ტურნირზე ძირითადად ერთი და იგივე ხალხი დაჰყავთ, მათ შორის - წარუმატებლებიც, ახლებს კი რატომღაც არ იწვევენ.

ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ვაზაგაშვილმა განგვიმარტა, რომ ეს სალიცენზიო ქულათა მარაგის შევსებითაა გამოწვეული და თან უკვე ექსპერიმენტების დრო აღარაა.

ამიტომ ისევ იმათ ეყრდნობიან, ვისაც შედარებით უკეთესი რეიტინგი აქვს. მაგალითად, 66-ში ამ მხრივ ჩვენი ლიდერი ქარდავაა, თუმცა მას ქულები კვლავაც სჭირდება. გერმანიაშიც იმ იმედით მიჰყავთ, რომ ეგებ ცოტა კიდევ შეჰმატოს მარაგს, თუმცა იქვე ახალგაზრდა შავდათუაშვილსაც აჭიდავებენ, რომელიც უკვე ბევრით აღარ ჩამორჩება ქარდავას.

ტატალაშვილსაც დაახლოებით ამ მიზეზით არ ასვენებენ - ის კი შედის სალიცენზიო 22-კაციან ზონაში, მაგრამ ქულები ჯერ კიდევ სჭირდება. რაც შეეხება ზემოჩამოთვლილ ფალავნებს, ვაზაგაშვილის თქმით, ყველა მათგანი ჩასმულია მომავალ უქმეებზე პრაღაში გასამართ მსოფლიოს თასზე წასაყვანთა სიაში.

კვლავაც პრობლემატურია მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძის (100) საკითხი - სამწუხაროდ, მისი ტრავმა სერიოზულია და არათუ გერმანიაში, ისიც არაა გარკვეული, ჩეხეთში მაინც თუ შეძლებს გამოსვლას.

გერმანიაში წამსვლელი გუნდის დიდმა ნაწილმა გასულ უქმეებზე ავსტრიაში იჭიდავა მსოფლიოს თასზე. მათი ნაწილი იქვე დარჩა ერთობლივ ვარჯიშებზე და დიუსელდორფშიც ობერვარტიდან გადავლენ, ნაწილი კი სავიზო პრობლემის მოსაგვარებლად თბილისში დაბრუნდა და აქედან გაფრინდებიან გერმანიაში.

დიუსელდორფის ტურნირის შემდეგ ნაკრები იაპონიაში მიდის შეკრებაზე და სწორედ მისი ვიზებია გასამზადებელი, ხოლო ვინ წავა "ამომავალი მზის ქვეყანაში", ეს გერმანული შეჯიბრების შემდეგ გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nini
მშვენიერია
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა