მეშხედში შვეიცარიული სისტემით (11 ტურად) მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ფირდოუსისა და ხაიამის მე-2 საერთაშორისო ტურნირები გრძელდება
მეშხედში შვეიცარიული სისტემით (11 ტურად) გრძელდება მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ფირდოუსისა და ხაიამის მე-2 საერთაშორისო ტურნირები 25 ათასი დოლარის საპრიზო ფონდით.

მამაკაცებში 4 ტურის შემდეგ 3,5 ქულით ლიდერთა შორის იყო თბილისელი საერთაშორისო ოსტატი აკაკი შალამბერიძე, რომელიც მე-5 ტურში შავი ფიგურებით რუს ალექსანდრ ფომინიხს დაუზავდა. ბაჩანა მორჩიაშვილმა რეზა მაჰმუდი დაამარცხა.

მეწინავეთა დანარჩენი პაექრობები კი ასე დამთავრდა: არმან პაშიკიანი - ჰოუია იდანი 1:0, მორტეზა მაჰჯუბი - ლევონ ბაბუჯიანი 1:0, პურია დამინი - მეჰდი ტაბასი 1:0, ნიმა ჯავანბახი - ორხან აბდულოვი 0:1.

ხუთი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ გათამაშების ცხრილის სათავეში პაშიკიანი და მაჰჯუბი მოექცნენ. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ აბდულოვსა და დარინის. შალამბერიძემ 4, მორჩიაშვილმა კი 3,5 ქულა მოაგროვა. მე-6 ტურში ისინი, შესაბამისად, რასულ იბრაჰიმოვსა და მორადეხპურს დაუპირისპირდებიან.

მანდილოსანთა ტურნირის რეიტინგფავორიტია სოფიკო ხუხაშვილი (2408), თუმცა ოთხი ტურის შემდეგ მას ლიდერებში ვერ ვხედავთ - 3 ქულით იგი მეექვსე-მეთორმეტე ადგილებს იყოფს.

ჩვენებურმა სტარტზე ნასრინ ბაგდანი დაამარცხა, მერე ფარზანე ჩადერის მოუგო, მომდევნო ორ ტურში კი მინუ აშგარიზადეხსა და სარასადათ ხადემალშარის (ყველა ირანი) დაუზავდა.

სომხეთის წლევანდელმა ჩემპიონმა მარია კურსოვამ კი, რომელიც რეიტინგით (2306) მეორე ნომრადაა განთესილი ტურნირზე, მხოლოდ ერთი შეხვედრა დაამთავრა ყაიმით მასპინძელ პუურ ჩადერთან და 3,5 ქულით ხადემალშარისთან, ჩადერთან, აშგარიზადეხთან და აიდასთან ერთად მეწინავეობს. მე-5 ტურში ხუხაშვილი შავი ფიგურებით ელნაზ ბაზაზის გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა