რატომ არ ფასდება ქართველ მოთამაშეთა ნიჭიერება უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატში
9 თებერვალს მარიუპოლის "ილიჩივეცის" ქართველი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი 20 წლის გახდა, 11 თებერვალს კი კიევის "არსენალის" შემტევი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე - 25-ის.

ახლა სწორედ იუბილართა ამბებს მოგახსენებთ: დავიწყოთ კობახიძით, რომელის "არსენალმა" თურქულ შეკრებაზე საკონტროლო მატჩში რუმინული "ტირგუ მურეში" 3:2 დაამარცხა, სანდრომ კი კიეველ "მეთოფეებში" მორიგი გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თავის სტიქიაში იყო: ძირითადში შეუცვლელად ითამაშა, მე-15 წუთზე კი კიეველთაგან პირველი გოლი გაიტანა.

უკრაინული გაზეთების ცნობით, გოლი ეფექტური გამოდგა - სანდრომ მარცხენა ფლანგიდან გარღვევა ლამაზი დარტყმით დაასრულა. კობახიძის წამოწყებული იყო ის კომბინაციაც, რომელსაც რუმინელთა კარში მეორე გოლი მოჰყვა და, საერთოდაც, გუნდში ეს ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

მარიუპოლის "ილიჩივეცთან" და დავით თარგამაძესთან ერთად თურქეთში ემზადება ოქრიაშვილიც და უმთავრესად, ძირითად შემადგენლობაში ხშირად თამაშობს.

დრო მიდის, ეს ნიჭიერი ფეხბურთელები კი ისევ იჯარით თამაშობენ - სანდრო დღემდე "დნიპროს" ეკუთვნის, თორნიკე კი "შახტარს". სამწუხაროდ, დღემე არც ერთი არ თამაშობს ისეთ კლუბში, როგორზეც ჩვენი გულშემატკივარი იმედოვნებს. ორივე ფეხბურთელი ტრავმამ და უკრაინელთა უნდობლობამ გააწვალა. მართალია, ბოლო დროს სანდროს "არსენალის" მთავარი მწვრთნელი ლეონიდ კუჩუკი ენდობა, მაგრამ მას უფრო მაღალ დონის გუნდში თამაში რომ შეუძლია, ეს უკრაინის ჩემპიონატის მატჩებიდან, მედიის მიმოხილვიდან და მოლდოვასთან სანაკრებო მატჩიდანაც გამოჩნდა.

სამწუხაროდ, ოქრიაშვილი ჯერჯერობით მარიუპოლშია და უცნობია, შეიცვლის თუ არა კლუბს. ჰქონდა შანსი, ბელგიურ "ლოკერენში" გადასულიყო, მაგრამ "ილიჩივეცში" იჯარით გაშვებული ფეხბურთელი იმედოვნებდა, რომ დონეცკის "შახტარში" შანსი მიეცემოდა.

უკრაინაში თავის გამოვლენა ბევრ ქართველ ფეხბურთელს გაუჭირდა. იქ ოთხი ისეთი მოთამაშე დაიწუნეს (მარცვალაძე, ასათიანი, ამისულაშვილი, ანანიძე), რომლებმაც გაცილებით მაღალი დონის რუსეთის პემიერლიგაში მოახერხეს თავის გამოჩენა. კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, ვისაც კარიერა ჩაუვარდა. მართალია, კლასი მათ ამბიციას ხშირად არ შეეფერობოდა, ბევრიც, გულზე ხელი დავიდოთ და, ვერც "ქაჩავდა", მაგრამ ყველაფრის თავი და თავი ის სტილია, რომელსაც უკრაინაში მისდევენ და ჩვენი მოთამაშეებისთვის უცხოა. კლუბის ზუსტად შერჩევაზე კი მოთამაშის კარიერაა დამოკიდებული.

ვიმეორებთ, ჩვენი ფეხბურთელებიც "ვერ ბდღვნიან", ქართული ფეხბურთის დღევანდელი იმიჯი და აქაური ნახევრფაბრიკატული მომზადებაც არჩევანის საშუალებას არ იძლევა. ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ვერ იზრდება და მერე ნუ გაგვიკვირდება, თუ ისინი ნიჭის შესაფერის კარიერას ვერ აიწყობენ.

კობახიძესა და ოქრიაშვილს კი ნამდვილად აქვთ წინსვლის პოტენციალი და, იმედია, შემდეგ დაბადების დღეს ორივე უკეთეს კლუბში აღნიშნავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა