13 თებერვალი კლუბის ისტორიაში ნამდვილად დარჩება ყველაზე შავ დღედ
"რეინჯერსის" პრობლემებზე ბოლო დღეებში წერა ხშირად გვიწევს. ბუნებრივია, როცა დღის წესრიგში დგას 140-წლიანი ისტორიის, შოტლანდიის 54-გზის ჩემპიონის, თასის 33-გზის გამარჯვებულისა და სუპერთასის 27-ჯერ მფლობელის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

13 თებერვალი კლუბის ისტორიაში ნამდვილად დარჩება ყველაზე შავ დღედ. გარდა იმისა, რომ "რეინჯერსის" ფინანსური აქტივების მართვას მისი ადმინისტრაცია უკვე აღარ ახორციელებს, შოტლანდიის პრემიერლიგამ მას უკვე დააკლო 10 ქულა და სატრანსფერო საქმიანობაზე ემბარგოც დაადო.

რაც ყველაზე სამწუხაროა, "ჩაფრების" გულშემატკივრებმა შეიტყვეს, რომ პრეზიდენტი კრეიგ უაიტი ლონდონში საქმეებზე გაურკვეველი ვადით გაემგზავრა და დაბრუნდება თუ არა საერთოდ, არავინ უწყის. გთავაზობთ მოვლენათა შეჯამებას.

ბრიტანეთის სამეფოს საგადასახადო და საბაჟო სამსახურმა ედინბურგის სასამართლოსგან დაუყოვნებლივ მოითხოვა "რეინჯერსში" შიდა მმართველობის დანიშვნა. სასამართლომ კლუბს ვადა 13 თებერვლის 15:30 საათამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში საგადასახადო სამსახურის სარჩელის განხილვას დაიწყებდა.

საქმის მოგების შემთხვევაში კი ეს ორგანო თავად დანიშნავდა ადმინისტრატორს. კრეიგ უაიტმა 15:00 საათზე "აიბროქსის" ოფისში ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც კლუბის საქმეთა მართვა ლონდონში რეგისტრირებულ კომპანია Duff & Phelps-ს დაეკისრა.

ამრიგად, "რეინჯერსის" პრეზიდენტმა ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და სახელმწიფო აპარატს დაასწრო. ამის გამო "რეინჯერსის" ყოფილმა მესაკუთრემ, სერ დევიდ მიურეიმ იმედგაცრუება გამოხატა მოქმედი პრეზიდენტის ქმედებით.

რა შედეგიც მოჰყვა ამას, უკვე მოგახსენეთ. კლუბს 10 ქულა ჩამოაკლდა, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ "სელტიკი" შოტლანდიის ჩემპიონი ხდება. გრანდებს შორის სხვაობა ამჟამად 14 ქულაა. ამხელა სხვაობას კი, უტრირებულად რომ ვთქვათ, "რეინჯერსი" მომდევნო სეზონის ბოლომდეც ვერ აღმოფხვრის.

Duff & Phelps-ის აუდიტორებმა დაიწყეს "რეინჯერსის" ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა და გაოცებულებმა აღმოაჩინეს, რომ უაიტის მიერ კლუბის ყიდვის დღიდან დაწყებული ორგანიზაციას არც ერთი მიმდინარე გადასახადი არ გადაუხდია სახელმწიფოს ბიუჯეტში. ამ პერიოდში დაგროვილი თანხა 9 მილიონ ფუნტს აჭარბებს.

ეს იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო სამსახური "რეინჯერსს" იქამდეც ედავებოდა 49 მილიონს. "რეინჯერსის" კრედიტორებს შორის დამატებით გაჩნდნენ ისეთი სახელები, როგორიც არის "ჰართსი" (ლი უოლესის გადაუხდელი ტრანსფერის გამო) და "დანფერმლაინი". უკანასკნელმა გლაზგოელებს 2012 წლის 11 თებერვლის თასის თამაშზე 1500 ბილეთი გამოუყო და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბილეთი გაიყიდა, მის ანგარიშზე ჯერ ერთი პენსიც არ ჩარიცხულა.

"რეინჯერსის" გულშემატკივრები "ტვიტერსა" და "ფეისბუქში" უკვე იმედგაცრუებულები წერენ, რომ მათი აზრით, პრეზიდენტი ჩვეულებრივი თაღლითი გამოდგა, ვისმა მაქინაციებმაც კლუბი პრაქტიკულად გაკოტრებამდე მიიყვანა.

13-ში საღამოს გულშემატკივრები "აიბროქსთან" შეიკრიბნენ, სადაც უაიტის ოფიციალურ განცხადებას მოუსმინეს და ის სტვენითა და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით შეამკეს, შემდეგ კი პრეზიდენტის კუთვნილი მანქანისთვის გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციის დახმარებით უაიტმა მშვიდობიანად დააღწია თავი გააფთრებული გულშემატკივარების ალყას და პირდაპირ აეროპორტს მიაშურა, საიდანაც ის ლონდონში გადაფრინდა.

ჟურნალისტებმა კომენტარისთვის "რეინჯერსის" დამრიგებელ ალი მაკოისტის მიმართეს. შოტლანდიური ფეხბურთის 49 წლის ლეგენდა როგორღაც ახერხებს და ჯერ კიდევ ოპტიმისტად რჩება: "ვცდილობ, ცხოვრებას დადებითი კუთხიდან შევხედო. სხვა არჩევანი ელემენტარულად არ მაქვს. აზრი არ აქვს თვალი დახუჭო იმაზე, რაც უკვე მოხდა. ეს დღე ყველაზე შავია ჩვენი კლუბის ისტორიაში, თუმცა რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ კლუბი წინ წავიდეს.

უკვე ველაპარაკე კრეიგ უაიტს, კლუბის თანამშრომლებს, ფეხბურთელებს და ვიცი, რომ ყველანი გაორმაგებული ენერგიით ვაპირებთ მუშაობას. ჩემი ფეხბურთელები ნამდვილი პროფესიონალები არიან. მათი გული ძველებურად ძგერს და ამიტომ მომავალს შიშით ანთებული თვალებით არ ველოდები. რა თქმა უნდა, ყველა ნერვიულობს, ხალხს ეშინია იმისა, თუ რა მოხდება ხვალ, სამუშაოს ხომ არ დაკარგავენ. ჩვენ ეს გვესმის. სწორედ ამიტომ უნდა ვიდგეთ ერთად. ამ კლუბს 140-წლიანი ისტორია აქვს და თუკი ყველაფერი საჭირო მიმართულებით წავა, ამ ჩავარდნასაც გადავლახავთ და კიდევ უფრო გავძლიერდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს