კლაუსურა ბევრი ნულით დაიწყო
თქვენს წინაშეა კლაუსურას პირველი ტურის შეჯამება. რას ვიზამთ, ეს არგენტინაა - სასტარტო ტურის 10 მატჩიდან 4 ნულოვანი ფრეთ დამთავრდა, ჩემპიონატის 20 მონაწილიდან ცხრამ ვერ შეძლო მეტოქის კარში თუნდაც ერთი გოლის გატანა.

ტურის მოვლენები

უპირველესი მოვლენა, ჩემპიონატის სტარტია. ჩემპიონატის, რომელიც ალბათ უკანასკნელად ტარდება საგაზაფხულო და საშემოდგომო ტურნირების (აპერტურა, კლაუსურა). ხუთი მწვრთნელისთვის (ბასილე, და სილვა, პუმპიდო, რივოირა, მარტინო) ეს იყო სადებიუტო ტური ახალ კლუბებში. სხვათა შორის, ერთმაც კი ვერ მოიგო...

ტურის სკანდალი

"ესტუდიანტესისა" და "ნიუელს ოლდ ბოისის" შეხვედრის მსაჯმა, სილვიო ტრუკომ ტრიუკები ჩაატარა. მან არ დანიშნა პირველი ტაიმის მიწურულს აშკარაზე აშკარა პენალტი. მასპინძელთა ფორვარდი ბოსელი უკვე მზად იყო დაემატებინა, როცა უკნიდან სასტიკად მოცელეს. სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა პენალტი და წითელი ბარათი პელერანოს. მსაჯმა კი მშვიდად, თამაში გააგრძელეთო. "ოლდ ბოისის" კარში 7-8 წუთის წინ ტრუკომ ერთი პენალტი უკვე დანიშნა და მეორეს დანიშვნა შეეშინდა? ამ შეცდომამ თამაშის ჩარხი შემოატრიალა, მეორე ტაიმში სტუმრებმა გაათანაბრეს.

ტურის ციფრები

პირველ ორ მატჩს, რომლებშიც 7 გოლი გავიდა, მოჰყვა რვა შეხვედრა, სადაც უკვე მხოლოდ 8 გოლი გავიდა. არგენტინის ჩემპიონატს სერიოზულად უჭირს შედეგიანობის თვალსაზრისით. მასპინძლებმა 9:6 მოიგეს. სხვათა შორის, ასეთი დაბალი შედეგიანობის მიუხედავად ტურში ორი დუბლი გვაქვს: თავი დარიო განდინმა და მარიანო პავონემ გამოიჩინეს.

ტურის მატჩი

რასინგი-ტიგრე

მხოლოდ ამათ ეპატიებათ ნულოვანი ფრე, რადგან თამაში სინამდვილეში ძალიან კარგი გამოდგა. ორივე გუნდი შემტევ, ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა და მაყურებელმაც ისიამოვნა სანახაობით, რომელსაც მხოლოდ გოლები აკლდა.

ტურის გუნდი

"ლანუსი"

პირველი მატჩი "ლანუსმა" იდეალურად წარმართა. უკვე 25-ე წუთისთვის "სან ლორენსო" განადგურებული იყო.

ტურის გმირი

დარიო განდინი

რაფაელას "ატლეტიკომ" ძალიან იოლად მოუგო თავის კონკურენტს (პრიმერადივიზიონში დარჩენისთვის ბრძოლაში), ამაში განდინის დიდი დამსახურებაა, ფორვარდის ანგარიშზე დუბლი და საგოლე პასია.

ტურის ფრაზა

"ინდეპენდიენტეს" ფეხბურთელი მათიას დეფედერიკო ასე აფასებს საულ ლავერნის მსაჯობას "სან მარტინთან" მატჩში: "ლავერნი ქედმაღალია. "სან მარტინი" ჯარიმდებოდა ყოველ წუთში, მაგრამ ამ გუნდს არავინ სჯიდა. მსაჯი არ ფიქრობდა მათზე, ვინც კარგად და წესების დაცვით თამაშობს".

ტურის გოლები

ფაკუნდო კასტილიონი (გოდოი კრუსი) "ველესის" კარში.

მათიას ფრიტცლერი (ლანუსი) "სან ლორენსოს" კარში.

კარლოს ბუენო (სან ლორენსო) "ლანუსის" კარში.

ბრძოლა გადარჩენისთვის

კლაუსურის სტარტით პრიმერაში დარჩენისთვის გააფთრებული ბრძოლა დაიწყო. ცხრილიდანაც კარგად ჩანს, რომ ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო იქნება: 20. ოლიმპო - 1,103; 19. ტიგრე - 1,145; 18. სან ლორენსო - 1,229; 17. ოლ ბოისი - 1,258.

I ტური

ლანუსი-სან ლორენსო 4:1

გოლები: 1:0 ბრაგიერი (10), 2:0 ფრიტცლერი (16), 3:0 პავონე (24), 4:0 პავონე (49), 4:1 ბუენო (59)

გაძევება: ჩილა (78. სან ლორენსო), მესა (90. სან ლორენსო)

ბოკა ხუნიორსი-ოლიმპო 2:0

გოლები: 1:0 ცვიტანიჩი (41), 2:0 მოუჩე (66)

ესტუდიანტესი-ნიუელსი 1:1

გოლები: 1:0 ბოსელი (35-პენ), 1:1 ურუტი (49)

ბელგრანო-ოლ ბოისი 0:0

სან მარტინი-ინდეპენდიენტე 1:0

გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 კაპრარი (61)

გაძევება: დეფედერიკო (90. ინდეპენდიენტე)

ატლეტიკო-ბანფილდი 3:0

გოლები: 1:0 ფისორე (16), 2:0 განდინი (60), 3:0 ? (90)

ველესი-გოდოი კრუსი 1:1

გოლები: 1:0 ობოლო (16), 1:1 კასტილიონი (25)

რასინგი-ტიგრე 0:0

არხენტინოსი-სანტა ფე 0:0

გაძევება: მონტერო (63. სანტა ფე)

კოლონი-არსენალი 0:0

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?