ნიქოზიის აპოელ-ი საფეხბურთო ევროპის გაოცებას განაგრძობს
ნიქოზიის აპოელ-ი საფეხბურთო ევროპის გაოცებას განაგრძობს. მხოლოდ 0:1 "სტად ჟერლანზე" და მეოთხედფინალში გასვლის მართლა რეალური შანსი " კვიპროსელები აპლოდისმენტებს იმსახურებენ.

"ლიონი" მეტოქეს სჯობდა და ცოტა მეტი იღბლიანობა რემი გარდის გუნდს მეოთხედფინალის საგზურს პირველივე მატჩის შემდეგ გაუნაღდებდა, მაგრამ საქმე სწორედ ცოტაოდენ უიღბლობაშია. 1:0 კი ის ანგარიშია, რომელიც "ლიონის" ფეხბურთელებს საპასუხო მატჩის წინა ღამეს მშვიდად ვერ დააძინებს.

ერთადერთი გოლის ავტორი ლაკაზეტია, რომელმაც კრისის პასით 58-ე წუთზე იხეირა და მასვე კიდევ ორჯერ შეეძლო ქიოტისის კარის დალაშქვრა. "ლიონმა" აპოელ-ი პირველ ტაიმშიც საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა და სცენარი არც შეხვედრის მეორე ნახევარში შეცვლილა, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ფრანგები უფრო დიდი ანგარიშით მოგებას ნამდვილად იმსახურებდნენ.

რემი გარდი (ლიონის მწვრთნელი): "სამწუხაროდ, ერთზე მეტი გოლი ვერ გავიტანეთ და იმედია, ამას საპასუხო მატჩში არ ვინანებთ. ნიქოზიაში როლებს გავცვლით: მეტოქე იძულებული იქნება, შემოგვიტიოს, ჩვენ კი კონტრშეტევებზეც შეგვიძლია გოლების გატანა."

ივან იოვანოვიჩი (აპოელ-ის მწვრთნელი): "ჩემმა ბიჭებმა დღეს მაქსიმუმი გაიღეს და მაგრად იბრძოლეს " მადლობა მათ. წინ საპასუხო შეხვედრაა, რომელშიც კიდევ ერთხელ უნდა მოვიკრიბოთ ძალები და თავდაუზოგავად უნდა ვიბრძოლოთ. "ლიონი" ფავორიტია, მაგრამ ჩვენი შანსი იმაშია, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა