ვენესუელურმა სახელმწიფო კომპანია PDVSA-მა 46.2 მილიონი დოლარი გადაუხადა "უილიამსს" იმისთვის, რომ მალდონადო 2012 წლის ჩემპიონატში გამოსულიყო
ინტერნეტში გაჩნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ პასტორ მალდონადოს სპონსორმა - ვენესუელურმა სახელმწიფო კომპანია PDVSA-მა 46.2 მილიონი დოლარი გადაუხადა "უილიამსს" იმისთვის, რომ მალდონადოს 2012 წლის ჩემპიონატში მიეღო მონაწილეობა.

დოკუმენტში, რომელიც ბრიტანული გუნდის ოფიციალურ ბლანკზეა დაბეჭდილი, მითითებულია, რომ გადარიცხვა 2011 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს.

ამ დოკუმენტის ინტერნეტში გამოჩენას უკავშირებენ ვენესუელელი კონგრესმენის კარლოს რამოსის შარშანდელ პროტესტს. ის ადანაშაულებდა PDVSA-ს სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო კომპანიამ ნებისმიერი ხარჯი ქვეყნის მთავრობასთან უნდა შეათანხმოს. "უილიამსთან" სპონსორული კონტრაქტის გაფორმების დროს ეს წესი დაცული არ იქნა.

გარდა ამისა, ინტერნეტში გამოქვეყნდა "უილიამსთან" მალდონადოს კონტრაქტის რამდენიმე გვერდი. ირკვევა, რომ ვენესუელელი პილოტი 2015 წლის ბოლომდე დარჩება ბრიტანულ საჯინიბოში, თანაც გუნდში მისი ყოფნის საფასური ყოველ წელს გაიზრდება და ხელშეკრულების ბოლო წელს PDVSA-ს მოუწევს "უილიამსისთვის" 63 მილიონი დოლარის გადახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა