საფინალო სირენამდე 0.5 წამით ადრე "ნიუ იორკს" სწორედ 23 წლის პლეიმეიკერის სამქულიანმა მოუტანა ზედიზედ მეექვსე გამარჯვება
15 თებერვალს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რეკორდების დღე იყო. მაგალითად, "დეტროიტის" 37 წლის ცენტრმა ბენ უოლასმა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა იმ კალათბურთელებისთვის, რომლებიც NBA-ის დრაფტზე არ აურჩევიათ - "სან ანტონიოს" წინააღმდეგ მატჩი "დიდი ბენისთვის" რიგით 1055-ე იყო. წინა რეკორდი "ნიუ ჯერსის" ამჟამინდელ მწვრთნელს ეივერი ჯონსონს ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ უოლასმა გამოაცხადა, რომ ეს სეზონი ბოლო იქნება მის კარიერაში.

რაც შეეხება "სან ანტონიოსთან" მატჩს, მეორე ვეტერანმა ტიმ დანკანმა ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარა სწრაფად პროგრესირებად "მეორეწლიანს" გრეგ მონროს და ამით 15-ქულიანი უპირატესობა მოუტანა თავის გუნდს.

სიტუაცია მოედანზე მაშინ შეიცვალა, როცა მონრო უოლასმა შეცვალა. სწორედ ამ დროს მოხდა მასპინძლების 14:0 გაქცევა, რომელიც უოლასის სამქულიანით დასრულდა. სხვათა შორის ეს იყო "დიდი ბენის" მეშვიდე ზუსტი შორეული ტყორცნა კარიერაში. საფინალო სირენამდე ხუთნახევარი წუთით ადრე "დეტროიტი" წინ გავიდა - 84:83.

ტექსასელები სირცხვილს ტონი პარკერმა გადაარჩინა. თავიდან ფრანგმა პლეიმეიკერმა თანაბარი ანგარიშის დროს 73 წამით ადრე ჩააგდო, შემდეგ კი გაზარდა უპირატესობა - 95:92. საპასუხოდ ბენ გორდონმა სამქულიანი ააცილა, შემდეგ მსაჯს ეჩხუბა და ტექნიკური ჯარიმაც მიიღო, რამაც შეუძლებელი გახადა თამაშის გადარჩენა.

"მაიამი ჰიტმა" ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორია გადაწერა - ბოლო 33 წლის განმავლობაში ის გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სამი დღის განმავლობაში სამი გასვლითი მატჩი მოიგო. ფლორიდელებმა ეს სერია სტუმრად "ინდიანასთან" მოგებით დაასრულეს.

ამ მატჩში ბრძოლა პრაქტიკულად არ ყოფილა. თამაშის ბედი პრაქტიკულად პირველივე მეოთხედში გადაწყდა, როცა "მაიამიმ" 17 ქულით მოიგო საწყისი 10 წუთი. სტუმრების დომინირება მეორე მეოთხედშიც გაგრძელდა და დიდი შესვენებისთვის "ჰიტის" 25-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა. სტუმრების საწყისი გაქცევა მთლიანად ლებრონ ჯეიმსის დამსახურებაა, რომელმაც პირველ 14 წუთში 9 ქულა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა.

"მაიამის" მთავარმა ვარსკვლავებმა მესამე მეოთხედშიც გაიბრწყინეს და შემდეგ სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდნენ თვალს თამაშს. სტუმართა რეზერვისტებიდან შესანიშნავად გამოიყურებოდა დებიუტანტი ნორის კოული, რომელმაც 20 ქულით დაასრულა შეხვედრა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ისევ ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე - "მეფეს" ანგარიშზე 23 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი იყო. 16 და 13 ქულა დააგროვეს დუეინ უეიდმა და კრის ბოშმა.

მაიამი თითქმის დაეწია აღმოსავლეთის ლიდერ ჩიკაგოს და მას მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება.

"მადლობელი ვარ ამ ნდობის გამო. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ის, რომ ბოლო შეტევაში ბურთი მომცეს და თამაშის ბედი გადაწყვეტა მომიწია", - მშვიდი სახით თქვა "ტორონტოსთან" მატჩის შემდეგ ჯერემი ლინმა. საფინალო სირენამდე 0.5 წამით ადრე სწორედ მისმა სამქულიანმა მოუტანა ზედიზედ მეექვსე გამარჯვება "ნიუ იორკს".

როგორც ჩანს, ლინის ზღაპარი გრძელდება და ძალას იკრებს. ამჯერად 23 წლის პლეიმეიკერმა 27 ქულა და 11 შედეგიანი პასი (კარიერის რეკორდი) დააგროვა, თუმცა რვა შეცდომაც დაუშვა, რის გამოც თავიდან "ნიუ იორკი" 17 ქულას აგებდა.

ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, როცა მასპინძლებმა 9-ჯერ ააცილეს ბურთი, 9 შეცდომა დაუშვეს და ორი დაფარება მიიღეს ჩენდლერისგან, ამას დაემატა ლინის 12 ქულა და "ნიქსის" მოგებაც ამან განაპირობა.

კვლავ დერიკ როუზის გარეშე თამაშობს "ჩიკაგო", თუმცა ამ გუნდს გასული სეზონის MVP-ის გარეშეც არ უნდა გაჭირვებოდა "საკრამენტოს" სტუმრად დამარცხება. საქმე სწორედ აქეთკენ მიდიოდა - საფინალო სირენამდე 53 წამით ადრე ჩიკაგოელები 8 ქულას იგებდნენ. მაგრამ "მეფეებმა" ბოლოს გასაოცარი გაქცევა მოაწყვეს და კინაღამ გადაარჩინეს მატჩი.

ყველაფერი კი კაზინსის სამქულიანით დაიწყო, რომლისთვისაც ეს კარიერაში მხოლოდ მესამე ზუსტი შორეული ტყორცნა გახლდათ. ხოლო ტორნტონის სამქულიანის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე დავიდა.

მაგრამ იმ დღეს ჩიკაგოელები დამაჯერებლად ისროდნენ საჯარიმოებს (26-დან 24), მით უმეტეს, რომ ბოლო წამებზე "საკრამენტო" "ბულზის" საიმედო სნაიპერებზე - დენგსა და კორვერზე ჯარიმდებოდა, რომლებსაც შეცდომა არ დაუშვიათ.

ინდიანა-მაიამი 90:105

16:33, 23:35, 19:22, 32:15

ი: უესტი (14), ჯორჯი (12), პრაისი (12), ჰენსბრო (11), ჰიბერტი (10+5 მოხსნა), ჯონსი (10).

მ: ჯეიმსი (23+9 მოხსნა+7 პასი+4 ჩაჭრა), კოული (20), უეიდი (16+6 მოხსნა), ბოში (13+7 მოხსნა).

დეტროიტი-სან ანტონიო 95:99

22:32, 24:23, 16:19, 33:25

დ: სტაკი (23+8 პასი), პრინსი (18+5 მოხსნა), ნაითი (16), გორდონი (10).

ს-ა: დანკანი (18+13 მოხსნა+3 დაფარება), პარკერი (14+7 პასი), ჯეფერსონი (13), სპლიტერი (13+7 მოხსნა), ლეონარდი (11), ბონერი (11), ბლეირი (10+5 მოხსნა).

ოკლაჰომა-იუტა 111:85

25:19, 28:20, 26:24, 32:22

ო: ჰარდენი (22+5 პასი), დურანტი (21+6 მოხსნა), იბაკა (16+10 მოხსნა+6 დაფარება), უესტბრუკი (16+5 მოხსნა).

ი: ჯეფერსონი (15+5 მოხსნა), ფეივორსი (13), მილსეპი (10+8 მოხსნა), ბელი (10), ბერქსი (10).

დენვერი-ფინიქსი 109:92

33:21, 25:30, 28:19, 23:22

დ: აფლალო (20), ლოუსონი (17+5 პასი), ანდერსენი (16+7 მოხსნა+6 დაფარება), ფარიდი (13+9 მოხსნა), ჰარინგტონი (12+6 მოხსნა), ფერნანდესი (11), კუფოსი (9+9 მოხსნა+5 ჩაჭრა).

ფ: მორისი (21+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), რედი (20+6 მოხსნა), გორტატი (10+14 მოხსნა), პრაისი (10+6 პასი).

ლეიკერსი-ატლანტა 86:78

27:24, 15:17, 17:10, 27:27

ლ: პ. გასოლი (20+13 მოხსნა+4 დაფარება), ბინუმი (15+15 მოხსნა), ბრაიანტი (10), უორლდ პისი (10), გუდლოკი (10).

ა: ტიგი (18+3 ჩაჭრა), სმიტი (15+9 მოხსნა+3 დაფარება), ჯონსონი (15+5 პასი).

ტორონტო-ნიუ იორკი 87:90

28:21, 19:15, 28:30, 12:24

ტ: კალდერონი (25+9 პასი+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), კლეიზა (15+11 მოხსნა), დეროზანი (14+6 არიეპტ), ბარბოზა (13+5 მოხსნა), ა. ჯონსონი (10+5 დაფარება).

ნ-ი: ლინი (27+11 პასი), სტაუდმაიერი (21+9 მოხსნა), ჩენდლერი (13+9 მოხსნა), ფილდზი (8+7 მოხსნა+7 პასი).

ჩიკაგო-საკრამენტო 121:115

27:24, 29:28, 32:25, 33:38

ჩ: დენგი (23+11 პასი+7 მოხსნა), ნოა (22+11 მოხსნა+4 დაფარება), კორვერი (18), ბუზერი (16+5 მოხსნა), გიბსონი (15), უოტსონი (10), ლუკასი (9+9 პასი).

ს: კაზინსი (28+17 მოხსნა+3 ჩაჭრა), ევანსი (27+8 მოხსნა+8 პასი), ტორნტონი (23), გრინი (10), ტომპსონი (8+11 მოხსნა).

მემფისი-ჰიუსტონი 93:83

21:17, 31:26, 20:21, 21:19

მ: კონლი (21), გეი (20+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), მ. გასოლი (18+7 მოხსნა), ალენი (10+4 ჩაჭრა), მაიო (10).

ჰ: ლოური (24+6 პასი+3 ჩაჭრა), ლი (13), დრაგიჩი (11), დალემბერი (9+10 მოხსნა).

პორტლენდი-ვაშინგტონი 109:124

26:28, 20:30, 36:33, 27:33

პ: ბატუმი (33), უოლასი (25+8 პასი), მეტიუზი (15+5 მოხსნა), კემბი (13+12 მოხსნა).

ვ: იანგი (35), უოლი (29+9 პასი), კროუფორდი (21+3 ჩაჭრა), მაკგი (18+11 მოხსნა).

დალასიც ევროპაში მიდის

როგორც უკვე ვწერდით, ამ წლის შემოდგომაზე ევროპაში მატჩების გამართვას გეგმავს "ბოსტონ სელტიქსი". გუშინ კი გაირკვა, რომ 2012-13 წლების სეზონის წინ "ბებერ კონტინენტზე" საჩვენებელ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას NBA-ის ჩემპიონი "დალას მავერიქსი".

ტექსასელები 6 ოქტომბერს ბერლინს ეწვევიან და იქაურ "ალბას" დაუპირისპირდებიან, 8 ოქტომბერს კი ბარსელონაში ადგილობრივ გუნდს შეხვდებიან.

შეგახსენებთ "ბოსტონის" განრიგს: 5 ოქტომბერი - "ფენერბაჰჩე", 7 ან 9 ოქტომბერი - "მილანი".

აშშ-ესპანეთი ოლიმპიადის წინ

რამდენიმე ამერიკული წყაროს ცნობით, აშშ-ის ნაკრები ლონდონის ოლიმპიადის წინ, 24 ივლისს ბარსელონაში საგამოფენო შეხვედრას გამართავს ევროპის ჩემპიონის - ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ. ამ შეხვედრას საპატიო სტუმრების რანგში დაესწრებიან პირველი "დრიმ თიმის" წევრები, რომლებიც 1992 წელს სწორედ ბარსელონაში გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები.

ამ მატჩის შემდეგ ორივე ნაკრები ლონდონში გაემგზავრება ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. შეგახსენებთ, 2008 წელს პეკინში სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ფინალში და ამერიკამ 118:107 მოიგო.

ასევე ცნობილია, რომ ამერიკა 22 ივლისს არგენტინასთან გამართავს სპარინგს.

აღმოსავლეთს ტიბოდო გაწვრთნის

გაირკვა, რომ "ყველა ვარსკვლავის მატჩში" აღმოსავლეთი კონფერენციის გუნდს "ჩიკაგოს" მთავარი მწვრთნელი ტომ ტიბოდო უხელმძღვანელებს. მატჩი 26 თებერვალს ორლანდოში გაიმართება.

ამ მომენტისთვის "ჩიკაგო" 24 მოგებით ლიდერობს აღმოსავლეთის ცხრილს. კონფერენციის ნაკრების სასტარტო ხუთეულში იქნებიან: კარმელო ენტონი, დერიკ როუზი, დუეინ უეიდი, ლებრონ ჯეიმსი და დუაიტ ჰოვარდი.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე დასავლეთის მწვრთნელად "ოკლაჰომას" დამრიგებელი სკოტ ბრუქსი გამოცხადდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დონჩიჩის 34 და რივზის 33 - "ლეიკერსმა" ლებრონის გარეშე მოიგო
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს