ავსტრალიის ღიაზე განცდილი კრახის შემდეგ, კაროლინ ვოზნიაცკიმ დოჰაშიც შეირცხვინა თავი, რაც მის აშკარა კრიზისზე მიუთითებს
თუ წამყვანი მამაკაცი ჩოგბურთელებისთვის თებერვალი თითქმის მთლიანად დასვენების თვეა, ქალებს ამის საშუალება ნაკლებად აქვთ, რადგან თებერვლის შუაში, დოჰაში Premier 5-ის კატეგორიის ტურნირი იმართება.

შეჯიბრის მაღალი რანგის მიუხედავად, პროფესიული ტურის ბევრმა ვარსკვლავმა არ მოისურვა კატარის დედაქალაქში ჩასვლა. მარია შარაპოვა, პეტრა კვიტოვა, ნა ლი, ანდრეა პეტკოვიჩი, სერენა უილიამსი, კიმ კლაისტერსი - ამ და სხვა ჩოგბურთელებს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ვხედავთ ბრძოლაში.

შარშან აქ ფინალში დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი და რუსი ვერა ზვონარევა შეხვდნენ და გამარჯვება სკანდინავიელს ერგო. 15 თებერვალს კი ისე მოხდა, რომ ორივე მეორე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას.

ავსტრალიის ღიაზე განცდილი კრახის შემდეგ, ვოზნიაცკიმ დოჰაშიც შეირცხვინა თავი, რაც მის აშკარა კრიზისზე მიუთითებს. ჩეხ ლუსი საფაროვასთან მატჩში ვოზნიაცკიმ მოიგო პირველი სეტი, მაგრამ მეტოქემ ჯერ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი ტაი-ბრეიკზე გამოსტაცა კაროლინს მესამე წრის საგზური - 4:6, 6:4, 7:6(3). თამაში 2 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა და საფაროვამ 2:1 გახადა ვოზნიცკისთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიში.

ასე რომ, ამ წაგებით დანიელი მომავალ ორშაბათს 900 ქულას დაკარგავს კლასიფიკაციაში. მართალია, ის შეინარჩუნებს რეიტინგში მეოთხე ადგილს, მაგრამ ძალიან ჩამორჩება პირველ სამეულს და თან ქვემოდან კონკურენტებიც წამოეწევიან.

რაც შეეხება მეორე შარშანდელ ფინალისტს ვერა ზვონარევას, მან ტრავმის გამო ვერ დაამთავრა მატჩი რუმინელ მონიკა ნიკულესკუსთან, თუმცა ისედაც აგებდა შეხვედრას - 5:7, 2:3. ნიკულესკუ დოჰაში რუსების ნამდვილ რისხვად იქცა - პირველ წრეში მან 6:0, 6:1 გაანადგურა ელენა ვესნინა.

საერთოდ, წლევანდელი ტურნირი დიდად არ სწყალობს განთესილ ჩოგბურთელებს. მაგალითად, გუშინ ცუდი დღე ჰქონდათ სერბული ჩოგბურთის ლიდერებს - ანა ივანოვიჩსა და ელენა იანკოვიჩს. მათ ორ სეტში წააგეს საკუთარი მატჩები.

ივანოვიჩმა ორი პარტია ერთნაირი ანგარიშით დაუთმო მსოფლიოს 30-ე ჩოგანს პეტრა ჩეტკოვსკას - 4:6, 4:6. ჩეხს სულ რაღაც საათი და 16 წუთი დასჭირდა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის დასამარცხებლად.

იანკოვიჩმა ისრაელის წარმომადგენელ შაარ პეერთან რვა ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველი სეტი მან ტაი-ბრეიკზე წააგო, მეორეში კი პრაქტიკულად შეწყვიტა წინააღმდეგობა - 6:7, 2:6. სხვათა შორის პეერმა კარიერაში პირველად დაამარცხა იანკოვიჩი.

ფავორიტთაგან ყველაზე დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა მსოფლიოს ახალმა პირველმა ჩოგანმა და ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა ვიქტორია აზარენკამ, რომელმაც ზუსტად ერთ საათში 6:1, 6:0 გაანადგურა გერმანელი მონა ბარტელი.

სანამ მეორე წრე დაიწყებოდა, პირველ რაუნდში რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა. ინტერესს იწვევდა გასული კვირის ლაურეატების - ანჟელიკ კერბერისა და დანიელა ჰანტუხოვას შეხვედრები.

კერბერმა წინა კვირას პარიზის ტურნირი მოიგო, თან გზად მარია შარაპოვა და მარიონ ბარტოლი დაამარცხა. გერმანელს კარგი ფორმა დოჰაშიც გადაჰყვა და გერმანულ დერბიში მსოფლიოს მე-14 ჩოგანი, საბინ ლისიცკი დაამარცხა.

კერბერს თავდაპირველად გაუჭირდა და პირველი სეტი 4:6 წააგო. მეორე სეტშიც თავიდან დაძაბული ბრძოლა მიდიოდა და ყველაფერი მეცხრე გეიმში გადაწყდა, როცა კერბერმა ბრეიკი გააკეთა და შემდეგ იგივე ანგარიშით - 6:4 მოიგო პარტია. მესამე სეტში ლისიცკიმ ვეღარ შეძლო თამაშში დაბრუნება და მხოლოდ ერთი გეიმი აიღო.

კერბერისგან განსხვავებით, მეორე წრეში გასვლა ვერ შეძლო გასულო კვირას ტაილანდის ტურნირის გამარჯვებულმა დანიელა ჰანტუხოვამ. სლოვაკმა ორსაათნახევრიან ბრძოლაში წააგო რუმინელ სიმონა ჰალეპთან, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 63-ე ადგილს იკავებს.

პირველი სეტი ჰანტუხოვამ 6:3 მოიგო, მაგრამ მეორე პარტია ჩააგდო და 2:6 დამარცხდა. დაძაბული ბრძოლა იყო მესამე სეტში. ჰანტუხოვამ მოგების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან - 6:5-ზე მატჩზე ვერ ჩააწოდა. საბოლოოდ, დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელიც ჰალეპმა უკეთ ჩაატარა და 7:4 მოიგო.

რუმინელი ამით არ დაკმაყოფილდა და გუშინ ჩეხი ივეტ ბენეშოვა დაამარცხა, რამაც მას მესამე წრის საგზური მოუტანა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის