"გაგრას" ფანებმა 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლევან შარიქაძე დაასახელეს, რომელიც დეკემბერში "ზესტაფონში" გადავიდა

15 თებერვალს "ნორჩი დინამოს" სტადიონზე (ყოფილი "შრომითი რეზერვები") "გაგრამ" პირველ ლიგის სტუ-სთან ამხანაგურად ითამაშა.

"გაგრა": ბეგაშვილი, ხუციძე, ტყეშელაშვილი, ნარმანია, ჯიშკარიანი, სარდალიშვილი, ხოჯაშვილი, ზვიადაძე, როსტიაშვილი, ჭკუასელი, ჯერემია.

შეცვლაზე შევიდნენ: კვანტალიანი, სეთურიძე, კიკნაველიძე, ყურულაშვილი, დეკანოიძე, ფალავანდიშვილი, ნადირაძე, ყიფიანი, კობერიძე.

"გაგრას" პრესსამსახურის ცნობით, მე-8 წუთზე ანგარიში სტუ-მ გახსნა - 0:1. ამის შემდეგ "გაგრა" სრულ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა და მე-20 წუთზე წონასწორობა აღადგინა: მარცხენა ფრთიდან ნიკა ჯიშკარიანის ჩაწოდებული ბურთი ჯონ ჯერემიამ კარში თავური დარტყმით გააგზავნა 1:1.

28-ე წუთზე ხუციძე-როსტიაშვილის კომბინაცია მიშიკო სარდალიშვილმა დაასრულა - 2:1. 62-ე წუთზე კვლავ ირაკლი ხუციძის გადაცემის შემდეგ სარდალიშვილმა აკრობატულ ნახტომში ულამაზესი გოლი გაიტანა - 3:1. ყურულაშვილი-კვანტალიანის შეტევა კი ზუსტი დარტყმით ლევან ყიფიანმა დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.

შეხვედრას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ზაურ სვანაძე დაესწრნენ.

დაბოლოს: კლუბის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში "გაგრას" გულშემატკივრებმა 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლევან შარიქაძე დაასახელეს, რომელიც დეკემბერში "ზესტაფონში" გადავიდა.

სამეული კი ასე გამოიყურება: 1. ლევან შარიქაძე - 77 ხმა, 2. გიორგი ტყეშელაშვილი - 63, ჯონ ჯერემია - 49.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა