საქართველოში უხვად მოსულმა თოვლმა ქვეყნის ჩემპიონთა გეგმებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" განაგრძობს საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადებას. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილის სასტარტო შეხვედრაში ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ "გაგრას" თბილისში ესტუმრებიან.

საქართველოში უხვად მოსულმა თოვლმა ქვეყნის ჩემპიონთა გეგმებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. თავდაპირველად ზესტაფონში დაგეგმილი შეკრების ნაცვლად, 14 თებერვალს ზემოიმერლები თბილისში შეიკრიბნენ და სასტუმრო "ბატესტაში" დაბინავდნენ.

"მარგველები" ხელოვნურსაფარიან სტადიონ "ბენდელაზე" ვარჯიშობენ და სეზონის განახლებამდე სწორედ თბილისში მოემზადებიან. რაც შეეხება საგაზაფხულო ეტაპის სასტარტო შეხვედრას, მას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 19 თებერვალს "გაგრასთან" 14:00 საათზე გამართვას.

უნდა ითქვას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხასიათის პრობლემის გამო გაგრელებთან მატჩისათვის სამზადისს გამოაკლდნენ: გიორგი ხიდეშელი, შოთა ბაბუნაშვილი, ალექს ბენაშვილი, თორნიკე აფციაური, ჯაბა დვალი და იომი ოვონიკოკო. სამაგიეროდ, საერთო ჯგუფს შეუერთდა და მოახლოებული მატჩისათვის ემზადება ტრავმამოშუშებული გოგა ბერაია.

გარდა ამისა, საინტერესო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ზესტაფონელთა რიგებში თავდამსხმელ საბა ლომიას დაბრუნება და ის, რომ დღეიდან ფეროელთა 9-ნომრიან მაისურს ახალი მფლობელი ჰყავს - ნიკოლოზ გელაშვილის გერმანულ "ბოხუმში" გადასვლის შემდეგ გათავისუფლებულ "ცხრიანს" ამიერიდან თორნიკე გორგიაშვილი მოირგებს.

fczestafoni.ge

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა