ლისაბონის "ბენფიკამ" მოახერხა და აუტანელ ყინვაში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" ორი გოლი მაინც გაუტანა

წესით, აუტანელ ყინვას "ბენფიკასთვის" არ უნდა მიეცა გოლების გატანის საშუალება. თანაც, მარტო ყინვა ხომ არ არის - "ზენიტს" კარგი დაცვის ხაზი ჰყავს და ამასაც რომ თავი დავანებოთ, პეტერბურგელთა მწვრთნელი იტალიელი ლუჩანო სპალეტია.

აი, რამდენ რამეს უნდა შეეშალა ხელი ლისაბონელთათვის, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს და "ზენიტს" სტუმრად 2 გოლი გაუტანეს.

რუსულმა კლუბმა კი თავის მხრივ ასევე დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, ოღონდ ეს მხოლოდ შეტევის ხაზზე ითქმის და ის, რომ სპალეტის შეგირდებმა საბოლოოდ მაინც მოიგეს, დიდწილად რომან შიროკოვის დამსახურებაა. თუ რუსებმა დაცვაში თამაში არ გამოასწორეს, "ზენიტს" საპასუხო შეხვედრაში ამ მცირე უპირატესობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. 2:3 ისეთი წაგებაა, რომელიც "ბენფიკას" ყველაზე მეტად აწყობდა.

ლუჩანო სპალეტი (ზენიტის მწვრთნელი): "ძალიან ნერვიული, ემოციებით დატვირთული და დაძაბული მატჩი გამოვიდა. ორი გოლი მივიღეთ, რაც ცუდია, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა გულით ითამაშეს და მაინც მოახერხეს გამარჯვება. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ხანდახან საკუთარი შესაძლებლობების არ გვჯერა და ეს მეტოქეს გოლების გატანას უადვილებს.

სემაკმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა, მაგრამ მე დენისოვის შესანიშნავ პასსაც გამოვყოფდი. რაც მთავარია, გავიმარჯვეთ, თორემ ის, რომ პირველივე თამაშში მეოთხედფინალის საგზურის განაღდება შეუძლებელი იყო, ისედაც ვიცოდი. ლისაბონში დიდი ბრძოლა გველის."

ოსკარ კარდოსო (ბენფიკა): "ზენიტმა" ძალიან კარგად ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა. ჩვენ ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ორი გოლი გავიტანეთ, რაც საპასუხო მატჩის წინ მშვიდად ყოფნის საშუალებას გვაძლევს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა